x
საინტერესო და პოპულარული შეკითხვების მეცნიერული ახსნა(ნაწილი მეორე)
1) რატომაა შეუძლებელი ცეცხლმოდებული ნავთის წყლით ჩაქრობა?

image

ნავთი იტივტივებს წყლის ზედაპირზე(რადგან წყალში პრაქტიკულად არ იხსნება) და გააგრძელებს წვას.

2)როგორ ავხსნათ დიდ სიმაღლეზე თვითმფრინავის უკან თეთრი კვამლის გაჩენა?


imageამ დროს ხდება გადაჯერებული ორთქლის კონდენსაცია თვითმფრინავით გამოწვეულ კონდენსაციის ცენტრებზე.

3) გახურებულ ტაფაზე ცხიმი რომ არ გაშხეფდეს, წინასწარ მარილს მოაყრიან ხოლმე. რატომ?

imageმარილის გახსნით ცხიმის დუღილის ტემპერატურა მცირდება.

4)რით აიხსნება ბრილიანტის შეუდარებელი ბზინვა?

imageბრილიანტის გარდატეხის კოეფიციენტი მნიშვნელოვნად დიდია. ბრილიანტში შესული მზის სხივების უმეტესი ნაწილი განიცდის სრულ შინაგან არეკვლას. სწორედ ამით არის გამოწვეული მისი შეუდარებელი ბზინვა.

5)ვეშაპი წყალში ცხოვრობს, მაგრამ სუნთქავს ფილტვებით. მიუხედავად ამისა, ხმელეთზე იგი ერთ საათსაც ვერ გაძლებს. რატომ?

image

ვეშაპის მასა 90-100 ტონამდეა. წყალში ეს მასა ნაწილობრივ გაწონასწორებულია ამომგდები ძალით. ხმელეთზე კი ასეთი დიდი მასის ზემოქმედების გამო ვეშაპს სისხლძარღვები ეკუმშება, რის გამოც ეკეტება სასუნთქი გზები და იღუპება.

0
93
შეფასება არ არის
ავტორი:ნუგზარ გოგბერაშვილი
ნუგზარ გოგბერაშვილი
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0