x
მეტი
  • 21.05.2018
  • სტატია:77188
  • ვიდეო:329896
  • სურათი:433353
"ნამდვილი არიელი", ჰიტლერის არმიის "SS"–ის ელიტური დივიზიის (მკვდარი თავი) სატანკო ასეულის მეთაური მიხეილ მიხალკოვი

image მიხეილი დაიბადა 1922 წელს მოსკოვში, ის გახლდათ საბჭოთა კავშირის ჰიმნის შემქმნელის სერგეი მიხალკოვის ძმა.
17 წლის ასაკში დაამთავრა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სპეცსკოლა. 1941 წელს სამამულო ომში სამხრეთ–დასავლეთის ფრონტზე მსახურობდა განსაკუთრებულ საქმეთა განყოფილებაში.
1941 წლის სექტემბერში ჩავარდა ტყვედ და ნებაყოფლობით გადავიდა გერმანელების მხარეს, გაიკეთა ბრწყინვალე კარიერა გახდა რა გერმანიის არმიის, "SS"–ის ელიტარული დივიზიის (მკვდარი თავი) სატანკო ასეულის მეთაური.
წარმატებით იომა საბჭოთა არმიის წინააღმდეგ, პირადად ჰიტლერისაგან მიიღო უამრავი ორდენი. 1945 წელს ტყვედ ჩაუვარდა საბჭოთა არმიას, უშუალოდ მარშალმა ჟუკოვმა ჩაიყვანა მოსკოვში, სადაც ის ლეფორტოვოს უშიშროების სახელმწიფო უშიშროების ციხეში ჩასვეს.
1950 წელს გაანთავისუფლეს ციხიდან უშუალოდ სტალინის ბრძანებით (ძმის შეწყალება სტალინს მიხეილის ძმამ, სსრკ–ს ჰიმნის ავტორმა სერგეიმ სთხოვა).
შეწყალების მერე მიხეილ მიხალკოვმა ხელი მიჰყო (ძმის დახმარებით) სიმღერების შექმნას საბჭოთა არმიაზე.
20 წელზე მეტი ის პროპაგანდას უწევდა სამხედრო–პატრიოტულ თემას. რისთვისაც ბევრჯერ იქნა დაჯილდოებული საპატიო სიგელებით და სამკერდე საარმიო და ფლოტის ნიშნებით, ასევე უამრავი დიპლომით და პრემიებით საკავშირო კონკურსებში პატრიოტული სიმღერების წარდგენისათვის.
1950 წლიდან 1970 წლამდე მან დაწერა 400–დე სიმღერა საბჭოთა არმიაზე.
ის 2006 წელს 84 წლის ასაკში მოსკოვში გარდაიცვალა. მისი ძმა, საბჭოთა კავშირის ჰიმნის ავტორი სერგეი გარდაიცვალა 2 წლის მერე.

image

0
213
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0