x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
როდის და რატომ იყენებდნენ საქართველოში საიდუმლო ანუ, ანჯამურ დამწერლობას? რა სახის იყო იგი?
მას შემდეგ, რაც წერა-კითხვა ყველასთვის ხელმისაწვდომი და ადვილად გასაგები გახდა, შეიქმნა საჭიროება პოლიტიკური და სამხედრო ცნობების შესატყობინებლად განსაკუთრებული, სხვებისათვის გაუგებარი ანბანის შექმნისა. სწორედ ამის გამო, ყველა კულტურულ ერს ჩვეულებრივი ანბანის გარდა ჰქონდათ საიდულმო ანბანიც.image

ქართულში საიდუმლო ანბანის გარდა არსებობდა საიდუმლო ენაც, მეტყველებაც, რაც სიტყვაში მარცვლებს შორის რაიმე ასოს ჩამატებას გულისხმობდა. მაგ: "წ"- ს ხშირად ამატებდნენ.

საიდუმლო დამწერლობას კრიპტოგრაფია ეწოდებოდა და იგი ორ დარგად იყოფოდა:

1. წერის კრიპტოგრაფია


2. სათვალავითი კრიპტოგრაფიაimage

მარტივი საიდუმლო ანბანი ჩვეულებრივი ასოებით მიდიოდა, მაგრამ მასში ასოთა მნიშვნელობა იყო შეცვლილი.

ისეთი ანბანიც არსებობდა, სადაც ჩვეულებრივი ანბანი უკუღმა იყო მობრუნებული და ერთი ასო მომდევნოს გულისხმობდა. ასეთ ანბანს ატბაშის ეწოდებოდა.

ხშირი იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც ხმოვნებს წერტილებით გამოხატავდნენ, ან მარტო დასაწყის ასოებს წერდნენ, ან მარცვლებს გამოტოვებდნენ ხოლმე...

სათვალავითი კრიპტოგრაფია- ასოების მაგივრად რიცხვების წერას გულისხმობდა. რომაელებს რიცხვების აღსანიშნავად განსხვავებული ნიშნები ჰქონდათ. იყო შემთხვევები, როდესაც ესა თუ ის სიტყვა რიცხვების ჯამით იყო გამოხატული...

კრიპტოგრაფია საქართველოშიც ყოფილა გავრცელებული . საქართველოში საიდუმლო ანბანი ანჯანის სახელით ყოფილა ცნობილი. საიდუმლო ანბანი, რომლის დროსაც ანბანი უკუღმა იკითხებოდა მდგომარეობდა შემდეგში : აჯ, ბხ, ... ამ დროს -ს ნაცვლად იკითხებოდა , -ს მაგივრად კი იკითხებოდა . image

საიდუმლო ანბანითაა ნაწერი გელათის კედელზე, რომელიც გაუშიფრავს ნიკო მარს. მოცემულ ნაწერში ესა თუ ის ასო გამოგონილი ნიშნებითაა გამოსახული.

დროთა განმავლობაში ასოების გარდა გაჩნდა სხვადასხვა ნიშნები, რომლებიც მკითხველს წაკითხულის სწორად გაგებაში ეხმარებოდა. მათ ზოგად სახელად "ნიშანი" ეწოდებოდა. ნიშნებს სხვადასხვა მიზნით ხმარობდნენ, ზოგი დაწერილი აზრის გაგების გასაადვილებლად, ზოგი მთელი სიტყვების შესამოკლებლად, ზოგი კი საგალობლის ჰანგის გადმოსაცემად გამოიყენებოდა. პირველი ჯგუფის ნიშნებს - "განკუეთილობაი" და "სასუენი ნიშნები" ეწოდებოდა, მეორეს- "ქარაგმა" და "პატივი", მესამეს კი -" საგალობელი ნიშნები" ეწოდებოდა.



0
135
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0