x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რწმენის აპლიკაცია - როგორ ითვისებენ რელიგიები ტექნოლოგიებს
image

განას დედაქალაქში, აკრაში ხმაურის შემცირების მიზნით გარემოს დაცვის მინისტრმა წამოაყენა იდეა, რომ მოლას მიმართვა მლოცველებისადმი, რომელიც ჩვეულებისამებრ ქალაქში არსებული რადიოსაშუალებების მეშვეობით გადაიცემა, WhatsApp-ზე გადაიგზავნოს. ამ შემოთავაზებამ უზარმაზარი უკმაყოფილება გამოიწვია - არა მხოლოდ იმიტომ, რომ მან მლოცველებისადმი მოლას მიმართვა ხმაურის გამომწვევ მიზეზს გაუთანაბრა, არამედ ხაზი გაუსვა რელიგიის ზრდად დამოკიდებულებას ტექნოლოგიებზე, რაც ზოგიერთ შემთხვევაში საგანგაშოც კია.

შემოწირულობების უკონტაქტო სისტემა -დიდ ბრიტანეთში კათოლიკურმა და პროტესტანტულმა ეკლესიებმა შემოწირულობებისა და სხვა გადახდებისთვის უკონტაქტო გადახდის ბარათების წამკითხველი საშუალებების გამოყენება დაიწყეს. ეს მოწყობილობები ინგლისის ეკლესიის მიერ შემოწმდა და დაიტესტა, თუმცა ამჟამად მათი გამოყენება შეჩერებულია. რისი მიზეზიც შიშია, რომ ტექნოლოგია მოვლენების მსვლელობას შეანელებს.

აღსარების აპლიკაცია (ვერსია 2.1) - ეს აპი იმ ცოდვილებისთვისაა, რომლებიც აღსარების პროცესს გადიან. აგზავნის შეტყობინებებს, როცა განწმენდის შემდგომი რიტუალის დრო დგება და შეიცავს ცოდვების სიას იმ შემთხვევისთვის, თუ დაგავიწყდებათ რა გააკეთეთ არასწორად. ერთადერთი, რასაც ეს აპლიკაცია არ გთავაზობთ, შენდობაა. ამისთვის ისევ მღვდელი დაგჭირდებათ.


ტელევანგელისტური ტექნოლოგია -ამერიკელი სატელევიზიო მქადაგებლები ციფრულ სამყაროში თავს ისე გრძნობენ, როგორც სახლში. განსაკუთრებით ისინი, რომლებმაც “კეთილდღეობის თეოლოგია ‘’ შეითვისეს. ამ უკანასკნელის თანახმად, ღმერთი ღვთისმოსავ ადამიანებს მატერიალური სიმდიდრით დააჯილდოებს. როგორც ჩანს, ეს კონცეფცია მათთვის ამართლებს. ჯოელ ოსტინის უფასო აპლიკაცია მომხმარებელს ყოველდღიურ საღვთო მესიჯებსა და ქადაგებებს სთავაზობს. ხოლო კრეფლო დოლარის უახლეს აპლიკაციას აქვს ფუნქცია “გადაცემა’’, რომელიც ფულის გადარიცხვას ისევე იოლ პროცესს ხდის, როგორც ეს აზარტული თამაშებისას ხდება.

ონლაინ ტრანსლაციის ცერემონია - დასაფლავებების ონლაინ ტრანსლაციის ისტორია უკვე ათეულ წელს ითვლის. დიდი ბრიტანეთის კრემატორიუმების უმრავლესობა ახლა ამ სერვისს მსურველს მთლიანი პაკეტის ნაწილად სთავაზობს . რაბინების და მღვდლების მომსახურება რეგულარულად ხორციელდება პირდაპირ ტრანსლაციის საშუალებით. შეიძლება ეს მთლად იქ ყოფნას არ უტოლდებოდეს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში უმჯობესიც კია.

ჰალალის აპლიკაციები - რამდენიმე აპლიკაცია არსებობს, რომელიც მუსლიმანებს უახლოეს არეალში ჰალალ რესტორნების და მაღაზიების პოვნაში ეხმარება. მათ შორის ერთ-ერთი კი - Scan Halal-ი საშუალებას გაძლევთ დაასკანეროთ სუპერმარკეტში არსებული ნებისმიერი საჭმლის ბარკოდი იმის დაუყონებლივ გასაგებად, შეიცავს თუ არა ის ჰალალის საწინააღმდეგო ინგრედიენტებს .


0
11
2-ს მოსწონს
ავტორი:ხატია გელბრეიტი
ხატია გელბრეიტი
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0