x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134374
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
წიგნის საერთაშორისო დღე „ბიბლუსში“ და შეხვედრა თანამედროვე ქართველ მწერლებთან

image

23 აპრილს მსოფლიოში წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თარიღია კითხვის მოყვარულთათვის.


წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ ყოველწლიურად ეხმიანება ამ მნიშვნელოვან თარიღს და წელს 23 აპრილს „ბიბლუსი გალერეა“ ქართველ მწერლებს ციკო ინაურსა და ლუკა ბაქანიძეს უმასპინძლებს - მკითხველს საშუალება ექნება პირადად გაიცნოს ეს ორი საკმაოდ საინტერესო თანამედროვე მწერალი. ლუკა ბაქანიძის წიგნმა „სად ხარ ლაზარე?“ 2017 წელს მიიღო პრემია „საბა“ საუკეთესო ელექტრონული წიგნის კატეგორიაში. ბეჭდური სახით კი პირველად ახლახანს გამოიცა და გაყიდვაში სწორედ 23 აპრილიდან ჩაეშვება.


კინოთმცოდნე ციკო ინაურისთვის კი „ასოციალური თევზი“ სადებიუტო რომანია, რომელმაც გამოსვლიდან ძალიან მოკლე დროში მოიპოვა პოპულარობა და საუკეთესოთ გაყიდვავად წიგნებს შორისაც დაიკავა საპატიო ადგილი.



„წიგნის დღესთან დაკავშირებით იგეგმება ორი წიგნის წარდგენა და ვფიქრობ კარგია, რომ სწორედ ჩემი წიგნი მოხვდა მათ შორის ლუკას ნაწარმოებთან ერთად. მგონია, მსუბუქი და კარგი პრეზენტაცია იქნება: ორივე ახალგაზრდები ვართ და სიმბოლურია ეს ყველაფერი „ბიბლუსში“ რომ ხდება. წიგნი პირველად პალიტრა L-ის გამომცემლობაში მივიტანე, რადგან მათი წიგნები განსაკუთრებულად მიყვარდა და თარგმანებიც ძალიან კარგი აქვთ, ჩავთვალე რომ წიგნი საიმედო ხელში იქნებოდა, ასეც მოხდა. ამასთანავე, ვფიქრობ, „ბიბლუსი“ ყველაზე მეტად ეხმარება ახალგაზრდა მწერლებს წიგნების პოპულრიზაციაში“- აღნიშნა ციკო ინაურმა ჩვენთან საუბარში.


მწერლებთან შეხვედრა 23 აპრილს 19:00 საათზე ჭავჭავაძის #7-ში მდებარე „ბიბლუსი გალერეაში“ გაიმართება. აღსანიშვია, რომ საღამოზე წარმოდგენილი წიგნები -20%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.

0
7
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0