ფეხბურთი პრევიუ: სიონი VS თბ.დინამო 2018, 20 აპრილი, 13:41
ხვალ საქართველოს "ეროვნული ლიგის" მე-7 ტურში თბილისში "მიხეილ მესხის სათადარიგო" მოედანზე ერთმანეთს ბოლნისის "სიონი" და თბილისის "დინამო" დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 16:30 საათზე დაიწყება.
ორივე გუნდს მიმდინარე სეზონში სხვადასხვა მიზნები აქვთ. თუ თბილისელები უმაღლეს მიზნებს ისახავენ, ბოლნისელებს ელიტაში ადგილის შენარჩუნება სურთ.
სიონი
ბოლნისის "სიონმა" ჩემპიონატში რამდენიმე სიურპრიზი უკვე შემოგვთავაზა. ჯერ-ჯერობით კობა ჟორჟიკაშვილის გამოცდილი კოლექტივის ნორმალურ შთაბეჭდილებას ტოვებს. საინტერესოა, ეყოფათ თუ არა ფეხბურთელებს ენერგია დამქანცველი სეზონის ბოლომდე. გასულ ტურში ბოლნისელებმა ერთ-ერთი კონკურენტი "ლოკომოტივი" 2-1 დაამარცხეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. გუნდს ყველა რგოლში გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს, გამოსარჩევი კი გუნდის კაპიტანი და მთავარი ბომბარდირი ჯაბა დვალია. "სიონს" წინ ორი ურთულესი შეხვედრა ელოდება. ჯერ "დინამოსთან", შემდეგ კი - ქუთაისის "ტორპედოსთან". ამ მატჩებში ჟორჟიკაშვილის შეგირდებს ქულების მოპოვება ძალიან გაუჭირდებათ, მაგრამ გამორიცხული არაფერია. თბ.დინამო "დინამომ" პირველი ტურის შემდეგ პირველი მარცხი განიცადა. დედაქალაქურ დუელში "დინამო" კარგად მოთამაშე 'საბურთალოსთან" დამარცხდა (1-0). წინა სეზონის მსგავსად კახი კაჭარავას გუნდი ძალიან სასიამოვნო და ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, რაც შედეგშიც ისახება - "დინამო" ჩემპიონატში მე-2 ადგილზე იმყოფება. გუნდში ძალიან ბევრი ახალგაზრდა და გამოუცდელი ფეხბურთელი თამაშობს, თუმცა არიან ისეთები, რომლებსაც მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილება აქვთ. ხვალინდელ მატჩში "დინამოს" გიორგი კუცია ვერ დაეხმარება, რომელმაც ერთ-ერთი ვარჯიშის დროს მძიმე ტრავმა მიიღო და მინდორს 2 თვით ჩამოშორდა. დედაქალაქური კლუბის მთავარი ბომბარდირი ბუდუ ზივზივაძეა, რომელიც გუნდმა სეზონის წინ დანიური "ესბიერგიდან" იჯარით აიყვანა. ურთიერთშეხვედრები 57 შეხვედრა: სიონი (7) - ფრე (4) - დინამო (46) ბურთები: 31/140 სავარაუდო შემადგნელობები სიონი: მუჯრიშვილი, მინდორაშვილი, ნოზაძე, თომაშვილი, გურამ გიორბელიძე, დათუნაიშვილი, ქიქავა, სიხარულია, ც.სამუშია, მანაგაძე, დვალი დინამო: ბულისკერია, რუხაია, თოთაძე, კობოური, ხარაბაძე, ივანისენია, ქოჩლაძე, კიტეიშვილი, შულაია, ივანიშვილი, ზივზივაძე 10 შეფასება არ არის
|