x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რუსეთის პრეზიდენტი შესაძლოა ინაუგურაციაზე გერმანულიდან ახალ რუსულ ლიმუზინზე გადაჯდეს
image
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ სახელმწიფოს მეთაურის ყოველდღიურ სამუშაო გრაფიკში გამოჩნდება ახალი რუსული სამთავრობო ავტომობილი, რომელიც პროექტმა «Кортеж»-მა შეიმუშავა.დიდი შანსია, რომ ვლადიმერ პუტინი 7 მაისს დანიშნულ ინაუგურაციაზე ახალი რუსული ლიმუზინით გამოჩნდეს.


კორტეჟის შექმნაში მონაწილეობდნენ ცენტრალური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სპეციალისტები და НАМИ-ის ავტომოტორის ინსტიტუტი.


ავტომობილზე მუშაობა 2012 წლიდან დაიწყო სახელმწიფოს მეთაურის დავალებით.შეიქმნა მოდელის ოთხი რიგი:ყველგანმავალი, სედანი, დაჯავშნული ლიმუზინი და მინივენი.ერთ-ერთმა გაიარა ტესტირება, რომელშიც თვით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მონაწილეობდა.ამის გარდა ავტომობილებს ამას წინათ ჩაუტარეს კრაშ-ტესტირება, შედეგები დადებითად იქნა შეფასებული, მიმდინარეობს მუშაობა პასიური უსაფრთხოების სისტემის სრულყოფაზე.

image


რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების ავტოფარეხში უკვე დგას 16 ახალი რუსული მანქანა.


როგორც რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა დენის მანტუროვმა აღნიშნა, პროექტის ფარგლებში დამზადდება მანქანები, რომელიც ბაზარზე რეალიზებისთვის იქნება გათვალიწინებული, რადგან ავტომობილებით დაინტერესებულები არიან მსხვილი ბიზნესმენები, მიუხედავად იმისა, რომ წარმომადგენლობითი კლასის(ლიმუზინი)ფასი 6 მილიონი რუბლია.


აღსანიშნავია, რომ, რუსეთის პრეზიდენტი 1997 წლიდან Mercedes-Benz-ით გადაადგილდება, რაც იმას მიანიშნებს, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა "კორტეჟის" გამოჩენის შემდეგ სამამულო წარმოების ავტომობილზე გადაჯდება.

image

imageიხილეთ სხვა ავტოსიახლეები

image

2
171
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
171
  
2018, 23 აპრილი, 12:58
აბდიევი მბლოკავს,უტვინო.
2018, 20 აპრილი, 23:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2