x
მეტი
  • 21.10.2018
  • სტატია:81841
  • ვიდეო:333851
  • სურათი:439078
მირცხულავა: " ჩვენს ასეთ სტარტს არავინ ელოდა"

image

საჩხერის "ჩიხურამ" ჩემპიონატი საკმაოდ კარგად დაიწყო და გულშემატკივრები სასიამოვნოდ გაკვირვებულები არიან. ამ სტარტის ერთ-ერთი მონაწილე საჩხერელთა მცველი ბაქარ მირცხულავაა, რომელსაც ჩვენ დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩავწერეთ:

პირველ რიგში, როგორ შეაფასებდით თქვენი გუნდის სტარტს?

ჩვენს ასეთ სტარტს ნადვილად არავინ ელოდა. ვფიქრობ, საკმაოდ კარგი სტარტი გამოგვივიდა და პუბლიკას ერთგვარი სიურპრიზი შევთავაზეთ, თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ.

რა არის "ჩიხურას" მიზანი მიმდინარე სეზონში?

ვფიქრობ, ჩვენთვის მაქსიმუმი სამეულში მოხვედრა იქნება და ეს ნამდვილად არაა ურიგო შედეგი. "ჩიხურა" ძალიან სტაბილურ გუნდად ჩამოყალიბდა და ჩვენ ეს ტრადიცია უნდა გავაგრძელოთ.

ზაფხულში თქვენს გუნდს ევროტურნირებზე გამოცდის ჩაბარება მოუწევს. შესწევს ამ ფორმაციის "ჩიხურას" ღირსეულად გამოვიდეს "ევროპის ლიგაზე"?

ზაფხულამდე დიდი დროა და ჯერ საუბარი ნაადრევია. მანამდე გუნდი უფრო შეთამაშდება და მოუმატებს. ჩვენ ვინც მოედანზე გავალთ ბოლომდე დავიხარჯებით ჩვენი გულშემატკივრების გასახარად.

უახლოესი მატჩი "სამტრედიასთან" გაქვთ. რას იტყვით ამ მატჩზე?

"სამტრედია" კარგი გუნდია, სადაც გამოცდილი ფეხბურთელები თამაშობენ. მართალია, მათ სტარტი კარგი ნამდვილად არ გამოუვიდათ, თუმცა "სამტრედიას" ჩამოწერა ნაადრევია. იმის მიუხედავად, რომ მატჩი თბილისში გაიმართება, ჩვენ მასპინძლებად ვითვლებით და აუცილებლად გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ

1
18
შეფასება არ არის
ავტორი:გურამ მელქაძე
გურამ მელქაძე
18
  
20 აპრილი, 23:12
SEV.GE - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! SEV.GE გვეწვიეთ ეხლავე
0 1 1