x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
საიდუმლო, რომელმაც ბევრი ადამიანი მდიდარი და წარმატებული გახადა

ამერიკელმა მეცნიერებმა ისეთი გენიოსი ადამიანების წარმატების საიდუმლო ამოხსნეს, როგორებიც არიან: შექსპირი, აინშტაინი, ნიუტონი, ბილ გეიტსი. "ამ საიდუმლოს საუკუნეების მანძილზე მალავდნენ, მასზე ნადირობდნენ..." –ასეთი დამაინტრიგებელი სიტყვებით იწყება დოკუმეენტური ფილმი "საიდუმლო" (The Secret).


image

ამ ფილმს დიდი რეზონანსი მოჰყვა დასავლეთში. ნახა ბევრმა ერუდირებულმა ადამიანმა და დაიწყო საკუთარი წარატების გაზიარება ინტერნეტ-ფორუმებზე. ჩვენ ნამდვილად ვერ ავუვლიდით გვერდს ამ ბედნიერების ფორმულას – ვუყურეთ ფილმს, წავიკითხეთ ლიტერატურა და პრაქტიკაში გამოვცადეთ. სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ: ეს ნამდვილად მუშაობს დიდი სიამოვნებით გვსურს გაგიზიაროთ ეს უდიდესი საიდუმლო.


სამყარო – ეს შეკვეთების მაგიდაა


ფილმის მთავარი იდეა: სამყარო – შეკვეთების დიდი მაგიდაა, ჩვენ კი – შემკვეთები ვართ. ის ჩვენი ფიქრების მატერიალიზაციას ახდენს, მიუხედავად იმისა, კარგზე ვფიქრობთ, თუ ცუდზე.


ფილმის შემქმნელები გვარწმუნებენ, რომ სამყაროში მხოლოდ ერთი კანონი მოქმედებს – მიზიდულობის კანონი. და ყოველივე ის, რასაც ამ ცხოვრებაში ვფლობთ – მოვლენები, ადამიანები, კეთილდღეობა, უბედურება, წარმატებები თუ მარცხი – ჩვენ თავად მივიზიდეთ. ეს ეხება ასევე ჯანმრთელობას, სიმდიდრეს და ბედნიერებას.

თავდაპირველად ეს აზრი შოკში გაგდებთ – რადგან საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობა გიჩნდებათ. პირველი რეაქცია – შეკამათების სურვილია. მაგალითად, "მე არ მიმიზიდია ეს ავარია, მე არც კი მიფიქრია ამ პრობლემებზე! მე ყოველთვის ვოცნებობდი ჯანმრთელობაზე და სიმდიდრეზე, და არა იმაზე, რაც გამაჩნია!"


ფილმის ავტორები თავად საუბრობენ ყველა შესაძლო პროტესტის შესახებ. საეჭვოდ იღიმიან.... და ყველაფერს ხსნიან – რა და როგორაა მოწყობილი ამ სამყაროში.


რაში მდგომარეობს მაშინ წარუმატებლობის საიდუმლო, თუ ჩვენ ის არგვინდა?


image


1. სამყარო, როგორც ფილმის ავტორები აღნიშნავენ, მუდმივად იღებს იმპულსებს ყოველი ადამიანის თავის ტვინის ქერქიდან. ის, რაზეც ფიქრობთ, ფიქსირდება როგორც თქვენი სურვილები. ოცნებობთ თქვენ ავტომობილზე ან საკუთარ თავს ეუბნებით "ოღონდაც ავარია არ მოვახდინო" – სამყარო "ჰოს" და "არას" არ ანსხვავებს. ის ბრმად ასრულებს ჩვენს შიშებს. ისევე როგორც ჩვენს სანუკვარ ოცნებებს.


გეშინიათ რომ სამსახურში არ დაგაწინაურებენ? შეგიძლიათ მოეშვათ – არ დაგაწინაურებენ. ხშირ შემთხვევაში ადამიანები თავად ზღუდავენ საკუთარ შესაძლებლობებს. ისინი ამბობენ: "არა, რა თქმა უნდა, მე ამდენი ფული რომ მქონდეს წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ვინ მომცემს?" და მართლაც, არავინ მისცემს. და თუ ადამიანი მტკიცედ დარწმუნებულია იმაში, რომ გამდიდრდება, ამ შემთხვევაში ფულის გამომუშავების და გამდიდრების შესაძლებლობები რაღაც გზით აუცილებლად გამოჩნდება.


2. მიზეზი პრობლემებისა და წარუმატებლობების, იმაში მდგომარეობს, რომ მაშინაც კი, როდესაც სამყარო მზად არის აგისრულოთ ოცნება და გაგათავისუფლოთ დარდისგან, ის გიგზავნით, როგორც ფილმის ავტორები ამტკიცებენ, თავის შუამავლებს. შუამავალი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჩვენგანი. მაგრამ ადამიანი თავად ამბობს უარს დახმარებაზე, საკუთარი ბედის შეცვლაზე. მას ურჩევნია იწუწუნოს იმ განსაცდელზე და პრობლემებზე, რომელიც ცხოვრებაში შეხვდა.

დაფიქრდით, რაზე საუბრობენ ძველი მეგობრები შეხვედრისას. წუწუნებენ ცხოვრებაზე, ლანძღავენ მთავრობას, ქალები მამაკაცებზე ბრაზობენ, მამაკაცები კი ქალებს უჩივიან. რაზეც საუბრობ, რაშიც დებ საკუთარ ემოციებს – ზუსტად იმას იღებ.


3. კიდევ ერთი მიზეზი თქვენს ცხოვრებაში პრობლემების არსებობისა მდგომარეობს ირგვლივ არსებულ უარყოფით საინფორმაციო გარემოში. ჩართავთ ტელევიზორს – საინფორმაციო პროგრამებში აქცენტი მუდმივად უარყოფით ამბებზეა გაკეთებული – მკვლელობები, კატასტროფები, საშინელი საყოფაცხოვრებო ისტორიები, ანალიტიკოსები სამყაროს დასასრულზე წინასწარმეტყველებენ. ჩართავთ რადიოს და გესმით ფსევდოფილოსოფიური სიმღერები იმის შესახებ, რომ ბედნიერება არ არსებობს, სიყვარული წავიდა და ა.შ. გინდა არ გინდა ნეგატიურ ფიქრებზე ხდება თქვენი ზომბირება. თუ რა თქმა უნდა, არ შეგიძლიათ ინფორმაციის გაფილტვრა.


საიდან დავიწყოთ?

თუ გადაწყვიტეთ სტატია ბოლომდე წაიკითხოთ, იმისთვისაც მოემზადეთ, რომ თქვენი ცხოვრება შეიცვლება. ეს შანსია შეცვალოთ თქვენი ბედი. ისარგებლეთ ამით. თავდაპირველად სამი ნაბიჯი გჭირდებათ გასათავისუფლებლად. შემდეგ კი ერთმანეთის მიყოლებით შეასრულეთ სხვადასხვა სასიამოვნო სახის დავალებები.



image


ნაბიჯი 1. გააკეთეთ თქვენი წარსულის ანალიზი


გადახედეთ თქვენს წარსულს. ის პირდაპირი შედეგია იმისა, რისიც გწამთ. წარუმატებელი ქორწინება? ჯანმრთელობის პრობლემები? ფულის უკმარისობა? ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენში რაღაც ნაწილს სურს რომ ასე იყოს.

მაგალითი: ერთ ქალბატონს, რომელიც დიაბეტით ავადობდა, გამოჯანმრთელება სურდა. თუმცა, ფსიქოლოგთან შეხვედრისას გაირკვა, რომ უფრო მეტად სიამოვნებდა ირგვლივმყოფთა განსაკუთრებული ყურადღება მის მიმართ, ის ცხოვრებისგან საკუთარ ავადმყოფობაში იმალებოდა, რომელიც მან თავად მიიზიდა.


მოახდინეთ თქვენი წარსული ქმედებების ანალიზი. ამისთვის თავდაპირველად ფურცელზე ჩამოწერეთ ის, რასაც ცხოვრებაში უჩივით. დაწერეთ? ახლა კი გადააქციეთ ყოველივე ეს მიზნებად და სურვილებად. სავარაუდოდ სურვილების მთელი მოთხრობა გამოგივათ.

უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:

– რა გსურთ?

– რა გაგამხიარულებთ?

– ჯადოქარი რომ იყოთ, რას ისურვებდით თქვენთვის?


ნაბიჯი 2. წარმოიდგინეთ მომავლის სურათი


როდესაც საკუთარ მომავალზე ფიქრობთ, რას წარმოიდგენთ, რაზე ეწყობით? უპასუხეთ ამ კითხვებს. ამისგან შედგება თქვენი მომავლი ზაფხულის, შემოდგომის სურათი. და რა მოხდება ერთი წლის შემდეგ თქვენს ცხოვრებაში?

თქვენი მომავლის სურათი ძირითადად შიშებისგან შედგება თუ საკუთარ ცხოვრებას ბედს მიანდობთ? ცხოვრებაში იმ ყველაფრის ხორცშესხმა მოხდება, რაზეც ფიქრობთ.


ახლა მოწყდით ცოტა ხნით რეალობას და საკუთარ თავს ოცნების უფლება მიეცით. ფილმის ავტორები ამას "ვიზუალიზაციის" მეთოდს ეძახიან. თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ ის მომავალი, რომელიც თქვენ ბედნიერს გაგხდით. გაამხილეთ თქვენი ყველაზე იდუმალი სურვილები და წარმოიდგინეთ, რომ უკვე ახდა.


ოცნების სეანსის დასრულება შემდეგნაირად ხდება: აუცილებლად გადაუხადეთ მადლობა ღმერთს, ბედს, სამყაროს ან მფარველ ანგელოზს (ვინც თქვენთან ყველაზე ახლოსაა) იმისთვის, რომ ასე იქნება. მადლიერების ძალას რაც შეეხება, ამაზე ცალკე ვისაუბრებთ.


image


ნაბიჯი 3. ისწავლეთ პოზიტიურად ფიქრი


ეს შესაძლოა რთული ნაბიჯი აღმოჩნდეს. განსაკუთრებით მაშინ, თუ წუწუნს ხართ დაჩვეული, სიხარულის გამოხატვა კი ზოგიერთ წრეებში მიუღებლად მიიჩნევა. ახლა თქვენში გარდატეხა უნდა მოახდინოთ. ყურადღება გაამახვილეთ ყოველივე დადებითზე, რაც თქვენს ცხოვრებაშია. და უარყოფითი მხარეების სრული იგნორირება მოახდინეთ. წარმოიდგინეთ, რომ უკვე მიიღეთ ის, რაც მთელი გულით გსურთ, ჩააქსოვეთ ამაში ემოციები და სიხარული შეიგრძენით.

სხვათა შორის, თანამედროვე მარკეტოლოგები, როგორც აღმოჩნდა, უკვე დიდი ხანია რაც ამ თეორიას პრაქტიკაში იყენებენ. როგორც ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის მარკეტინგის დირექტორმა განაცხადა, "ვიზუალიზაციის" გამოყენებას ისინი "მოვლენების ფორმირებას" ეძახიან, ანუ წინსწარ წერენ დეტალებში კომპანიის ოპტიმისტური მომავლის შესახებ, რაც ყოველთვის ამართლებს.


ბედნიერების რუკა


ეს ხერხი ჯერ კიდევ წინა საუკუნეებში იყო ცნობილი. როგორც ამბობენ, მსგავსი ბედნიერების ან სურვილების რუკები, ყველა დიდ წარმატებულ ადამიანს ჰქონდა. რა უნდა გავაკეთოთ? შეიარაღდით ჟურნალებითა და მაკრატლით. დაფის ან ფურცლის შუაში საკუთარი ფოტო დააწებეთ და დაიწყეთ ჟურნალებიდან იმის ამოჭრა, რაც ყველაზე მეტად გსურთ რომ გქონდეთ.


თუ თქვენს სურვილს მატერიალური სახე არა აქვს, მაშინ ამოჭერით ის სიტყვები რაც გსურთ, რომ თქვენს ცხოვრებაში იყოს. ეს ყველაფერი თქვენი ფოტოსურათის ირგვლივ უნდა დააწებოთ. კოლაჟი ნამდვილად მოგეწონებათ! ბოლოს კი ისეთ ადგილას ჩამოკიდეთ, რომ ყოველ დღე თვალში მოგხვდეთ და ყურებისას დატკბეთ.


ფსიქოლოგიის თვალსაზრისით აღნიშნული მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ თავდაპირველად მკაფიოდ გესმით თქვენი სურვილები, აცნობიერებთ მათ, ყოველდღიური დაკვირვება მატერიალურ სამყაროში კი მათ ასრულებას განაპირობებს. ფილმის ავტორები თვლიან, რომ ეს ერთგვარი "შემხსენებელია", რათა თქვენ რეგულარულად გააგზავნოთ საჭირო იმპულსები. აუცილებელი პირობაა: რუკაზე დაკვირვების და ფიქრის დროს თავი ბედნიერად უნდა იგრძნოთ, ეს თქვენში სიხარულს უნდა იწვევდეს, თითქოს უკვე ფლობთ მას და წამოიყვიროთ: "დიახ!". ჯო ვიტელე, მეცნიერი ფილმიდან, პირობას დებს, რომ ამ გზით ცხოვრებაში თქვენი სურვილების მინიმუმ 80% მატერიალიზირდება.


image


მადლიერების ქვა


მადლიერების გრძნობა, თავად სიტყვაც კი "მადლობა" უდიდეს ენერგეტიკას ფლობს. ფილმის ავტორები გთავაზობენ იქონიოთ მადლიერების ქვა. ის თავად უნდა იპოვოთ, როგორც ამას პინგვინები აკეთებენ. მათ ასეთი რიტუალი აქვთ, სანამ შეყვარებულს გააბედნიერებენ. თქვენ ეს იმისთვის უნდა გააკეთოთ, რომ საკუთარი თავი გააბედნიეროთ.


ასეთი ქვა შეხებისას სასიამოვნო უნდა იყოს. ყოველ დღე უნდა აიღოთ და ხელის გადასმასთან ერთად, თქვათ რამდენად მადლიერი ხართ იმის, თუ რამე კარგი გაქვთ დღეს ცხოვრებაში. ქვის ჯადოსნური თვისებები კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ შეგიძლიათ მოვლენები მიიზიდოთ. საჭიროა მხოლოდ გულწრფელად თქვათ ხელის გადასმასთან ერთად, რომ მადლიერი ხართ ეს რომ (თქვენთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა) უკვე მოხდა. თითქოს უკვე მიიღეთ ის.


ჯადოსნური ჯოხი


კარგი იქნებოდა ჯოხის ერთი მოქნევით ყველა პრობლემის მოგვარება. თუმცა, შეგიძლიათ ჯადოსნური კალამი იქონიოთ – უნდა აიჩიოთ ერთი, რომელსაც აღნიშნული სტატუსი ექნება. მუდამ თან ატარეთ ან დამალეთ განსაკუთრებულ ადგილას – თქვენ ხართ თქვენი ცხოვრების ჯადოქარი და ეს თავად გადაწყვიტეთ.

თუ რაიმე სახის პატარა სურვილი გაგიჩნდათ, დაწერეთ ის. შეგიძლიათ ამისთვის "ჯადოსნური" ბლოკნოტი იქონიოთ. ამას სკრიპტი ეწოდება. წესი შემდეგში მდგომარეობს: უნდა დაწეროთ აწმყო დროში, თითქოს სურვილი უკვე აგისრულდათ და დაამთავროთ ასეთი სიტყვებით: "მე ეს მინდა ან რამე გაცილებით უკეთესი." გაამყარეთ მადლიერების გრძნობით. იმის რწმენა, რომ ყველაფერი ზუსტად ასე იქნება, მნიშვნელოვანია.



image


რას ამბობს ოფიციალური მეცნიერება?


ო. ერმოლოვი, ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი: მეცნიერებისთვის უკვე დიდი ხანია ცნობილია ვიზუალიზაციის ჯადოსნური მოქმედების შესახებ. მაგრამ ფილმში გადაწყვიტეს არაფერი გაერთულებინათ და ყველაფერი მარტივ, გასაგებ ფორმულამდე დაიყვანეს. ადამიანი მიმართავს სამყაროს, ის კი მას ყველაფერს აძლევს. სინამდვილეში ეს პროცესები გაცილებით უფრო ღრმაა. ოფიციალური მეცნიერების ხედვით ეს დანადგარების ფორმირებაა. ზუსტად ისინი აყალიბებენ ჩვენს ცხოვრებას. ის თუ როგორ ხართ ცხოვრების მიმართ განწყობილი, რისი გწამთ – ზუსტად ასე ეწყობა თქვენი ბედი.


თქვენს მიერ ცხოვრების აღქმა შემდეგბნაირად მოქმედებს: თუ რაიმე ცუდზე ფიქრობთ, ცხოვრებაზე წუწუნებთ – ამით გზას უკვალავთ ნეგატიურ მოვლენებს თქვენს სამყაროში და როდესაც გიხარიათ – პოზიტიურს. რაც გსურთ რომ თქვენს ცხოვრებაში სჭარბობდეს – ის შეუშვით. ზოგადად კი შთაგონება – უდიდესი რამ არის.



ონკოლოგები, მაგალითისთვის, ადრე არ ეუბნებოდნენ ანალიზის შედეგებს. რადგან, თუ ადამიანს ეტყვით, რომ ის სასიკვდილოდ არის განწირული, შესაძლოა უფრო ადრე გარდაიცვალოს, ვიდრე ავადმყოფობის გამო მოხდება ეს. მას სიკვდილზე ფიქრები მოკლავს. ცნობილია შემთხვევები, როდესაც ადამიანები შიმშილისგან მეშვიდე დღეს იღუპებოდნენ, მაშინ როდესაც სამკურნალო შიმშილობისას ორგანიზმს უნარი აქვს ერთი თვე არ მიიღოს საკვები.


ყველაფერი დამოკიდებულია ცხოვრების მიმართ თქვენს განწყობაზე. თუმცა, ამ მეთოდის ყველაზე მნიშვნელოვანი "მაგია" იმაში მდგომარეობს, რომ ფილმის ავტორები ადამიანებს სთავაზობენ საკუთარ ბედზე თავად აიღონ პასუხისმგებლობა.



ასევე დაგაინტერესებთ:


უჩვეულო ფაქტები ადამიანის ტვინის შესახებ


5 მოქმედება, რომელიც ტვინის უჯრედებს აღადგენს


მეცნიერებმა დაამტკიცეს: ყველა მამაკაცს უყვარდება ის ქალი, რომელიც ამ თვისებას ფლობს


რა გავლენას ახდენს ფიქრები, სიტყვები და ქცევები ადამიანის ბედსა და ცხოვრებაზე. ეს უნდა იცოდეთ!


რა გავლენას ახდენს ადამიანის ფიქრები, სიტყვები და ქცევები მის ბედსა და ცხოვრებაზე (ნაწილი II)


რა გავლენას ახდენს ადამიანის ფიქრები, სიტყვები და ქცევები მის ბედსა და ცხოვრებაზე (ნაწილი III)


რა გავლენას ახდენს მეტყველება ადამიანის ცხოვრებაზე – აღმოსავლური სიბრძნე


მეცნიერთა გამაოგნებელი კვლევის შედეგები – მოცარტის მუსიკა კურნავს. რა არის "მოცარტის ეფექტი"

4
1607
13-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
1607
  
2018, 26 აპრილი, 21:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 26 აპრილი, 21:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 26 აპრილი, 12:35
სრული ჭეშმარიტებაა ამ სტატიის დედააზრი, ჩემი პატივისცემა ავტორს
2018, 25 აპრილი, 15:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4