x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
როდის მოხდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაპყრობა საბჭოთა რუსეთის მიერ? ცნობები ისტორიიდან
1920 წელს ვლადიმერ ლენინმა რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელს სერგო ორჯონიკიძეს მიზნად დაუსახა ბაქოს აღება. საბოლოოდ რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ აზერბაიჯანი დაიპყრო და იქ საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. ამის შემდეგ მე-11 წითელი არმია შესაძლებლად მიიჩნევდა საქართველოს დაპყრობასაც, თუმცა საქართველოში შემოჭრისთვის საჭირო იყო საბაბი. ასეთ საბაბად იქცა 1920 წლის 1-2 მაისს ღამით ქართველი ბოლშევიკების მიერ მოწყობილი შეიარაღებული თავდასხმა იუნკერთა სამხედრო სასწავლებელზე თბილისში.image

აზერბაიჯანის შენდეგ 1920 წელს ნოემბერში მე-11 წითელმა არმიამ სამხრეთის რესპუბლიკა დაიპყრო, საქართველოს მდგომარეობა კიდევ უფრო საგანგაშო გახდა. ლენინს სურდა, რომ საქართველოში ომის შემთხვევაში გამოერიცხა რუსეთის წინააღმდეგ თურქეთისა და ანტანტის გამოსვლა. 1920 წელს აღინიშნა რუსეთ-თურქეთის დაახლოებით. თურქეთს რუსეთი სჭირდებოდა, როვორც სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირე ანტანტის წინააღმდეგ. შექმნილ საერთაშორისო ვითარებაში ანტანტის ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება წინ არ აღდგომოდნენ საბჭოთა რუსეთის აგრესიას საქართველოში. 1920 წლის 26 იანვარს მოსკოვში ლენინის ინიციატივით მიიღეს პოლიტიკუტი გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ ომოს დაწყების შესახებ. გადაწყდა მე -11 წითელი არმია საქართველოს საზღვრებში შემოჭრილიყო, ვითომდა აჯანყებულთა დასახმარებლად. აჯანყების ინსცენირება უნდა მომხდარიყო ლორეს რაიონში, ტომელსაც ქართულ-სომხური ადმინისტრაცია განაგრბდა.

1920 წლის 13 ნოემბერს საქართველო-სომხეთის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ ლორეს ნეიტრალურ ზონას სამი თვით მთლიანად საქართველოს ჯარი დაიკავებდა, თუ სამი თვის განმავლობაში საქართველო-სომხეთი ვერ მოახერხებდნენ სადავო ტერიტორიის გამიჯვნას, მაშინ საქართველოს ჯარი დატოვებდა ნეიტრალურ ზონას და იქ აღდგებოდა ქართულ-სომხური ადმინისტრაცია. ამ შეთანხმების შემდეგ სომხეთი დაიპყრო საბჭოთა რუსეთმა და მოითხოვა იქიდან საქართველოს ჯარის გაყვანა.image

1921 წლის 11-12 თებერვალს ლორეში, ასევე სომხურ სოფლებში დაიწყო "აჯანყება", რომელიც საბჭოთა პროპაგანდამ "საქართველოს მშრომელთა აჯანყებად" მონათლა. ფაქტობრივად ეს იყო სომხეთში დაბანაკებული მე-11 წითელი არმიის თავდასხმა საქართველოზე.


1921 წლის 16 თებერვალს მშრომელების სახელით რევკოვმა მოსკოვში გაგზავნა თხოვნა. რუსეთ-საქართველოს ომი თავდაპირველად რუსეთის უპირატესობით მიმდინარეობდა, შექმნილ ვითარებაში გართულდა თბილისის დაცვა და აქედან გამოიყვანეს ქართული ჯარი.

1921 წლის 25 თებერვალს თბილის შემოვიდა მე-11 წითელი არმია. თბილისის დატოვების შემდეგ ქართულმა ჯარმა ვეღარ გაუწია მტერს სათანადო წინააღმდეგობა.image

ლენინსა და სტალინს უნდოდათ, რომ ნოე ჟორდანია გამოეცხადებინა საქართველოს მთავრობის გადადგომა, ხოლო დამფუძნებელ კრებას მოეხსნა უფლებამოსილება. ამრიგად სამართლებრივი თვალსაზრისით, საქართველო გახდა რუსეთის ინტერვენციის მსხვერპლი, რუსეთმა კი გამოაცხადა საქართველოს ოკუპაცია.

1
337
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
337
  
2018, 5 მაისი, 6:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1