x
მეტი
  • 24.05.2018
  • სტატია:77283
  • ვიდეო:330014
  • სურათი:433424
ბუკა პეტრიაშვილი ჟურნალისტიკაში მიდის - რომელ გადაცემას წაიყვანს ყოფილი მინისტრი

image


პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი ლიდერი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გადაცემა „საქმიანი დილის“ თანაწამყვანი იქნება. „ბიზნეს მედია საქართველოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილი მაყურებლებისთვის ყოველკვირეულ მიმოხილვებს, ინტერვიუებს და ვიდეობლოგებს მოამზადებს მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებზე, მათ გავლენებზე მსოფლიო ეკონომიკაზე და გლობალურ წესრიგზე.


„საქართველოს ერთერთი ყველაზე გამოცდილი დიპლომატი პოლიტიკური მიმომხილველის სტატუსით საქმიანი ადამიანებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემებს მიმოიხილავს და მისი ბლოგები ასევე Forbes Georgia –ს გამოცემებშიც დაიბეჭდება“, - ნათქვამია BMG-ის განცხადებაში.


ჟურნალისტ ეკა მიშველაძის მეუღლე, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის თანამდებობას 2012-2014 წლებში იკავებდა. 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ ალექსი პეტრიაშვილმა პარტია დატოვა.

0
101
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0