x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133841
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
შარდიაშვილო, ვინ გაღირსებდა ადეიშვილის მარჯვენა ხელობას, სადღეღამისო მდივანი იყავი - გვარამია
image


რუსთავი2-ის გენერალური დირექტორისა და ქართული ოცნების დეპუტატის დაპირისპირება გრძელდება. ნიკა გვარამიას მიერ თოქ-შოუ „არჩევანში“ გაკეთებული სკანდალური განცხადების შემდეგ, რომ ზარდიაშვილმა ნარკოტესტი ვერ გაიარა, ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება და გვარამიას მედიაზონდერს უწოდებს.


„„რუსთავი 2“-ის ეთერი იყო უსუსური მცდელობა „რიგითი მარგველაშვილის“ გადასარჩენად. პრეზიდენტის წარმომადგენლის თეატრალიზებული, ყალბი აღელვებით ჩატარებული „მათემატიკის გაკვეთილი“. მე, ჩემი მხრივ, მადლობა მაქვს მოსახდელი! გვარამიამ აღიარა და გაუმხილა საზოგადოებას, რომ თვითონ და მისი ტელევიზია მთელი ორი წლის განმავლობაში ახორციელებდნენ ჩემ წინააღმდეგ ტყუილებით გაჯერებულ შტურმს. ორი წელი უმტკიცებდნენ საზოგადოებას, რომ მე ვიყავი ადეიშვილის მარჯვენა თუ მარცხენა ხელი. ვითომ, ჩემი და არა გვარამიას შემოქმედება იყო ეს სისტემა. და ამავე დროს, დღეს, 2018 წელს აღიარებს, რომ 2005 წელს, 13 წლის წინ, როცა 22 წლის ვიყავი, გამიშვა ადეიშვილმა სამსახურიდან. ეხლა ჩამოყალიბდეს გვარამია - მე გამიშვეს სამსახურიდან, თუ ფავორიტი ვიყავი? არადა, ჩემი მაქსიმალური პოზიცია 2012 წლამდე იყო „განყოფილების უფროსი“ მერიაში, მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში და სასამართლოში. ჩემს ზედა ვერტიკალში იყო, მინიმუმ, 4000 თანამდებობის პირი. ისიც ყველამ იცის, რომ გადაწყვეტილებებს - პოზიტიურს თუ სასტიკს, იღებდა, მაქსიმუმ, 10 თანამდებობის პირი, მათ შორის, გვარამია. რაც შეეხება ნარკოტესტირებას, მე მაშინაც, 13 წლის წინ და ახლაც; ახლაც (ხაზს ვუსვამ) მზად ვარ, გვარამიასთან და პრეზიდენტთან ერთად გავიარო ნებისმიერი შემოწმება! მაგრამ რად გინდა? პატარა ცრუპენტელა, „ტელეიმედის“ დამრბევი და უამრავი სისაძაგლის „გამპრავებელი“, დღეს საზოგადოებას ანახვებს, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების მცველია! მედიაზონდერ გვარამიას, პრეზიდენტ მარგველაშვილს, საიას ყოფილ სამ ხელმძღვანელს - კოჟორიძეს, დოლიძეს და ნაცვლიშვილს (რომლებიც მარგველაშვილის „გაპრავებით“ არიან დაკავებულები) შევახსენებ კონსტიტუციას, მართლმსაჯულების პრინციპებს: სასამართლო სამი ინსტანციით მსჯელობს პირის დანაშაულზე ან უდანაშაულობაზე! სიხარბით, პირადი ინტერესით, არაკომპეტენტურობით თუ არაკვალიფიციურობით მათ საერთოდ უგულებელყვეს ადამიანის უფლება - დაამტკიცოს თავისი სიმართლე და სახელმწიფო ბრალდების მხარის უფლება - დაადასტუროს პირის ბრალეულობა" -- წერს ვანო ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთრ გვერდზე."


პასუხის პასუხი სოციალურ ქსელშივე გამოაქვეყნა ნიკა გვარამიამ და ზარდიაშვილს კიდევ უფრო კატეგორიული ტონით წარსული გაუხსენა.




„რაის სისტემის შემოქმედი და ადეიშვილის მარჯვენა ხელი, ვინ გაღირსებდა შე ინფუზორია. სადღეღამისო მდივანი იყავი და შარდიან პრეზერვატივზე დაგა@@ნეს და გაგიშვეს. მერე ვალერა ცერცვაძემ წაგიყვანა და იქ ყავდი პატარა ზონდერად და მანდატურები და სხდომის მდივნები რომელ მიტინგზე წავიდოდნენ, იმას აკონტროლებდი. სულ ეგაა შენი მდიდარი ბიოგრაფია, ახლადგამოჩეკილო ბლოგერო, შარდიაშვილო ვანო“ - წერს გვარამია.



image


ამავე თემაზე: „ზარდიაშვილმა პრეზერვატივით სხვისი შარდი შეიტანა, ნარკოტესტი ვერ გაიარა და პროკურატურიდან გაუშვეს“

3
824
4-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
824
  
2018, 21 აპრილი, 23:54
ზარდიაშვილის ადგილზე კარგად დავნაყავდი გვარამიას, თან სადმე მოფარებულში კი არა, არამედ საჯაროდ.
გვარამია სხვას, რომ დაუძახებს ზონდერს სასაცილოცაა.
და საერთოდ კერძო ტელევიზიის დირექტორი რატომ "იჭრის ვენებს" ასე, თუ მისი ინტერესები პოლიტიკური არაა ამ ტელეკომპანიაში?
2018, 20 აპრილი, 23:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 19 აპრილი, 21:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3