x
image
ხატია გელბრეიტი
911-ის ოპერატორს ყურმილის დაკიდებისთვის პატიმრობა მიესაჯა
image

44 წლის ტეხასელ ქრინშენდა უილიამსს 10 წლიანი პატიმრობა და 18 თვიანი პრობაცია მიესაჯა. ის ამერიკაში გადაუდებელი დახმარების სისტემაში მუშაობდა, კერძოდ 911-ის ოპერატორი გახლდათ. ქალბატონი გადაუდებელი სატელეფონო ზარების განხორციელებაში ხელის შეშლაში დაადანაშაულეს და დამნაშავედ სცნეს.

ჰარისის საოლქო პროკურორის ოფისის განცხადებით უილიამსი სისტემატურად უკიდებდა ყურმილს მოქალაქეებს, რომლებიც დახმარებისთვის რეკავდნენ.

ჩანაწერების მოსმენის შემდეგ გაირკვა, რომ ზარები, რომლებსაც ის აფერხებდა შეიცავდა შეტყობინებებს ყაჩაღობებზე, სიჩქარის გადაჭარბებასა და მკვლელობებზე.


პროკურატურის ინფორმაციით, ქალბატონი 911-ის ოპერატორად 18 თვის განმავლობაში 2016 წლამდე მუშაობდა.

ზარების ჩაწერის სისტემამ შესაძლებლობა მისცა გამომძიებლებს დაედგინათ, ზარის შეწყვეტა ოპერატორის ინიციატივით ხდებოდა თუ მომხმარებლის. დადგინდა, რომ ათასობით ზარი, რომელთა ხანგრძლივობაც 20 წამზე ნაკლები იყო, შეწყვეტილი იყო ოპერატორის მხრიდან.

თავად უილიამსის თქმით, მისი საქციელი განპირობებული იყო იმით, რომ იმ პერიოდებში მას არავისთან საუბარი არ სურდა.

.. მოქალაქეები 911-ის ოპერატორებს ენდობიან და მათ მაშინ მიმართავენ, როცა დახმარება სჭირდებთ. როცა საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანი ღალატობს საზოგადოების ნდობას და კანონს არღვევს, ჩვენი პასუხისმგებლობაა ის კრიმინალად იქნას აღქმული .’’ ნათქვამია ადგილობრივი პროკურორის თანაშემწის განცხადებაში.



წყარო : BBC

0
168
2-ს მოსწონს
ავტორი:ხატია გელბრეიტი
ხატია გელბრეიტი
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0