x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რატომ არის ნიგერიაში ეკლესიისთვის საკუთარი შემოსავლის 10 %-ის გადახდა სავალდებულო
image
ნიგერიელი ქრისტიანების უმრავლესობას სჯერა, რომ საკუთარი შემოსავლის 10 % ეკლესიას უნდა გადასცეს. თუმცა, სხვების აზრით ეს პრაქტიკა ღარიბი ადამიანების თანხებით ნიგერიის ზოგიერთი მდიდარი მოქალაქის, ქარიზმატული მქადაგებლების, ექსტრავაგანტური ცხოვრების სტილს აფინანსებს.

“ თითოეული, რომელიც არ იხდის სავალდებულო მეათედს, ვერ მოხვდება სამოთხეში’’ განუცხადა პასტორმა ენოქ ადებოიემ თავის კოლეგებს თვის დასაწყისში, ლაგოსში გამართულ შეკრებაზე. “ ამ ყრილობის დამთავრებისთანავე დაუყონებლივ დაბრუნდით უკან და თქვენს მრევლთან კავშირები აღადგინეთ.’’

ამ საკითხთან დაკავშირებით მან ადრეც მრავალგზის ისაუბრა. “ თქვენი შემოსავლის მეთედის გადახდა არაა უმნიშვნელო. წაიკითხეთ მალაჩი, მესამე თავი, მუხლი 8-11 .’’ ასე ჟღერდა მისი წინა ქადაგება.

მალაჩის წიგნის მიხედვიტ ძველი აღთქმის ამ ნაწილის შინაარსი თანამედროვე სასაუბრო ენაზე შემდეგნაირად ჟღერს : “ მე ვარ უფალი ყოვლისშემძლე და გიხმობთ თქვენ, რომ ჩემთვის საუკეთესოდ მოიქცეთ. მოიტანეთ მთელი 10%, რათა ჩემს სახლში საჭმელი იყოს . ეს სამოთხის ფანჯრებს გააღებს თქვენთვის და წყალობას წყალობაზედ მიიღებთ.’’



თუმცა არსებობს სხვა თარგმანებიც, მათ შორის მეფე ჯეიმსის ბიბლია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იყენებს სიტყვა მეათედს.

აქედან გამომდინარე, ნიგერიელები ისევ აგრძელებენ დებატებს სოციალურ ქსელებში .


-“ მრავალი ჩვენგანი იხდის გადასახადებს, ასე რომ ამ მეათედის გადახდა რა პრობლემაა?! იესომ თქვა, მიეცით კეისარს კესირისა და ღმერთს ღმრთისა ... ‘’

-“ ბიბლიური სიმართლე ანგრევს ნიგერიის მქადაგებლების კეთილდღეობას სახარებას’’

-“ თუ გინდა შესწირო შესწირე, თუ არ გინდა ნუ შესწირავ . გააკეთე ისე რაც გგონია, რომ შენთვის აჯობებს. შეწყვიტეთ სხვისი გადარწმუნება, რომ აღარ გადაიხადონ ეს მეათედი. ჯობია იმაზე ისაუბროთ, თუ როგორ უნდა განვითარდეს ნიგერია და შეწყვიტეთ ხალხის შეწუხება იმის რწმუნებით, თუ რატომ აღარ უნდა ვიხდიდეთ ამ თანხას. განა ეს თქვენი ფულია?!’’

-“ თვიურად ამ მეათედის გადახდა თაღლითობაა, რომელსაც პასტორების უმრავლესობა გასამდიდრებლად იყენებს. არათუ თვიურად, წლიურადაც კი არ უნდა ვიხდიდეთ მას. მხოლოდ სამ წელიწადში ერთხელ . თქვენი პასტორი ამას არ გაგიმხელთ, ვინაიდან ეს მის ფინანსურ მდგომარეობაზე იმოქმედებს.’’

ზოგიერთმა კრიტიკოსმა საეკლესიო პირების მრევლისადმი დაჟინებული მოთხოვნა ზოგიერთი ნიგერიელი პასტორის უზარმაზარ სიმდიდრეს დაუკავშირა.

ნიგერიის 180 მილიონიანი მოსახლეობის ნახევარი თავს ქრისტიანად მიიჩნევს, რაც მრავალი ეკლესიის პოტენციურ შემოსავალს უზარმაზარს ხდის.

თავად პასტორი ადებოიეც ფორბის მიერ გამოქვეყნებულ უმდიდრეს სასულიერო პირებს შორისაა 130 მილიონ დოლარად შეფასებული წმინდა ქონებით.

რაც ყველაზე მეტად აბრაზებს რადიოწამყვან დეიდი ფრიზს არის ის, რომ პასტორები ძალაინ ღარიბ ადამიანებს ეუბნებიან, რომ თუ ეკლესიას შესწირავენ ამ თანხას, ღმერთი მათ გაამდიდრებს - ეს კონცეფცია ცნობილია, როგორც “ კეთილდღეობის სახარება’’.image

“ გამდიდრებით თუ ვინმე მდიდრდება, მხოლოდ ის მღვდლები, რომლებიც კეთილდღეობის სახარებას ქადაგებენ .’’ განუცხადა მან BBC-ს. “ აქ შეხვდებით პასტორს, რომელიც სკოლას აშენებს მრევლის ღარიბი წევრების მიერ შემოტანილი თანხებით და ამავე წევრებს ამ სკოლაში სიარულის საშუალება არ აქვთ.’’

რადიოწამყვანი ადრე თვითონაც იხდიდა ამ მეათედს და თავს ისევ ქრისტეს მიმდევრად მიიჩნევს. მაგრამ მას სწამს, რომ ეს სავალდებულო შენატანი ძველი აღთქმასთან კავშირში არ არის.

“ ეს არაა პროგრესული დოქტრინა, ეს მანიპულატორული დოქტრინაა და დამონებისკენაა მიმართული.’’ აცხადებს ფრიზი. მას ეს განცხადებები ძვირი დაუჯდა. პასტორებმა მის წინააღმდეგ თავიან ქადაგებებში ისაუბრეს. ამის შემდეგ ხალხმა მისი თავიდან არიდება დაიწყო. “ არავის სურს ჩემთან ერთად მუშაობა. მაგრამ მჯერა, რომ იმას, რასაც ვაკეთებ ადამიანებისთვის ვაკეთებ.ისინი უნდა გათავისუფლდნენ. ‘’

რადიოწამყვანი არაა ერთადერთი, რომელიც ეჭვისქვეშ აყენებს მოსაზრებას, რომ ბიბლიის თანახმად შემოსავლის 10 %-ის გადახდა სავალდებულოა - რამდენიმე ცნობილი პასტორიც აცხადებს, რომ ამ მეათედის გადახდა სავალდებულო არ არის.

იდრის ბელო-ოსაგის აზრით, რომელიც ლაგოსის ერთ-ერთ ეკლესიაში ქადაგებს, 10 %-იანი მაჩვენებელი “ სასარგებლო მინიშნებაა ‘’ ქრისტიანებისთვის “ისტორიული შინაარსიდან ‘’ გამომდინარე, მაგრამ აზუსტებს, რომ “ არ ვართ იძულებულნი უფალს შევწიროთ’’.

თუმცა, ის ამატებს, რომ “ ძნელია image
მიჰყვე იესოს გზას და არ შესწირო’’

მისი თქმით, ქვეყანაში, სადაც ხშირად სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამედიცინო და საგანმანათლებლო სერვისების დეფიციტია, ეკლესია მიღებულ თანხებს იყენებს მათთვის, ვისაც “ თვითონ საკუთარ თავზე ზრუნვა არ შეუძლია ‘’.

“ ნიგერიაში ასობით, ათასობით და შეიძლება მილიონობით ადამიანიცაა, რომლებსაც ეკლესია კვებავს. ამის შესაძლებლობა კი ეკლესიას მრევლის მიერ გაღებულმა თანხებმა მისცა. ეს თანხები ასევე ეკლესიის სწავლების გასავრცელებლად გამოიყენება.’’

ქრისტიანების უმრავლესობა ლაგოსში ბედნიერია, რომ იხდიან ამ 10 %-ს და მათი უმრავლესობისთვის ამ საკითხში ბუნდოვანი არაფერია.

ერთ-ერთმა მორწმუნემ BBC-ის რეპორტიორს განუცხადა, რომ პასტორების ცხოვრების სტილი მისთვის მნიშვნელოვანი არაა : “ მრავალი ადამიანია შეწუხებული ამ თანხების სამართლიანად გამოყენების თემით, თუმცა მათ ავიწყდებათ, რომ ეს სულიერი საკითხია. თუ პასტორი თანხას არამიზნობრივად განკარგავს, მაშინ მას ამ ტვირთის ზიდვა მოუწევს და ის ღვთის წინაშე იქნება პასუხისმგებელი.’’


წყარო : BBC

0
51
შეფასება არ არის
ავტორი:ხატია გელბრეიტი
ხატია გელბრეიტი
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0