x
image
მანჩო 777
"ეშმაკი თითები'' და "ეშმაკის ცრემლები" - გსმენიათ რამე მათ შესახებ?
მაინც რა გაიფიქრეთ სტატიის სათაურის წაკითხვისას? ალბათ იფიქრეთ, რომ რელიგიურ თემაზე გვექნება საუბარი, რახან "ეშმაკი" ვახსენეთ... სრულებითაც არა- ამ პოსტში სრულიად უწყინარ ბუნების ქმნილებებზე-სოკოებზე ვისაუბრებთ.

დედამიწაზე არაერთი უცნაური ქმნილება გვხვდება - იქნება ეს ფლორის თუ ფაუნის წარმომადგენელი. ბუნებაში სოკოს უამრავი სახეობა და ჯიში იზრდება. მათგან ალბათ ყველაზე უცნაური და განსაცვიფრებელი "ეშმაკის ცრემლები'' და ''ეშმაკის თითებია".



image



მაშ ასე, დღევანდელ პოსტში საუბარი გვექნება სოკოს ორ უცნაურ სახეობაზე, რომლებსაც "ეშმაკის ცრემლებს" და "ეშმაკის თითებს" ეძახიან.



"ეშმაკის ცრემლები"




image



ამ სოკოს რამდენიმე დასახელება აქვს:"ეშმაკის ცრემლები", "სისხლიანი კენკრა", "მარწყვი ნაღებით". მისი ლათინური სახელწოდებაა Hуdnellum peckii.


პირველად ამ სოკოზე ცნობები 1913 წელს გამოჩნდა, თუმცა ის გაცილებით ადრე-1812 წელს იქნა აღმოჩენილი. "ეშმაკის ცრემლები" დღესაც ამოუცნობი საიდუმლოა ბიოლოგებისთვის, რადგან ბოლომდე შესწავლილი და გამოკვლეული არაა.



image



ჰიდლენუმ პეკი-საკვებად უვარგისი სოკოა, თუმცა ის გამოირჩევა უნიკალური, უნივერსალური სამკურნალო თვისებებით. ახალგაზრდა სოკოს თეთრი ზედაპირი აქვს პატარა-პატარა ბორცვებით, ხოლო ხანდაზმული სოკო მოყავისფრო შეფერილობას იღებს.


დროდადრო სოკოს ზედაპირზე ჩნდება სისხლივით წითელი წვეთები, სწორედ ამიტომ უწოდეს მას "ეშმაკის ცრემლები".



image



სოკო ქვიშიან ნიადაგზე იზრდება, რადგან იქედან გაცილებით უკეთესად იწოვს ნესტს. ძირითადად გვხვდება ერთეული ეგზემპლარების სახით, თუმცა ხანდახან მცირე ჯგუფებადაც შეიძლება იზრდებოდეს.


სოკო ჯერჯერობით კარგად არაა გამოკვლეული, ამიტომ ის საკვებად უვარგისად ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ მარწყვის სუნი ასდის, მას მომწარო გემო აქვს და უხეში რბილობი, თუმცა მომწამლავი არაა.


1960-იანი წლების დასაწყისში გამოქვეყნდა გამოკვლევები ამ სოკოს შესახებ. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ის შეიცავს ატრომენტინს. ეს ნივთიერება არის ანალოგი კარგად ცნობილი ანტიკოაგულიანტ ჰეპარინისა, რომელიც ხელს უშლის ადამიანის ორგანიზმში ტრომბის წარმოქმნას. სოკოს სპირტოვანი ნაყენი ხელს უწყობს დაჟეჟილობის შემდეგ გაჩენილი სისხლჩაქცევების გაქრობას. ასე რომ, მომავალში " ეშმაკის ცრემლებმა" შესაძლებელია ფართო გამოყენება ჰპოვოს ფარმაკოლოგიაში.



"ეშმაკის თითები"



image



ხალხში ამ სოკოს " ეშმაკის თითებს", "რვაფეხას მარწუხებს'' და "მყრალ რვაფეხას" უწოდებენ, თუმცა მისი მეცნიერული დასახელებაა Clathrus archeri.


სოკოს სამშობლო ავსტრალია და ტასმანიაა, თუმცა ის იშვიათად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშიც გვხვდება.



image



ზრდასრული სოკოდან გამოიზრდება ''მარწუხები'', რომლებსაც საშინელი, გახრწნილი გვამის სუნი აქვს. სწორედ ეს სუნი იზიდავს ბუზებს და სხვა მწერებს, რომლებსაც ერთი ადგილიდან მეორეზე გადააქვთ სოკოს სპორები და ხელს უწყობენ მის გამრავლებას. ზრდასრულ სოკოს 4-8 "თითი" აქვს, რომლებიც ძალიან წააგავს რვაფეხას საცეცებს. სწორედ აქედან გავრცელდა სახელწოდება "ეშმაკის თითები".



image



სოკო შხამიანი არაა, მაგრამ აქვს საშინელი სუნი და არასასიამოვნო გემო. იგი მომწამვლელი არაა, თუმცა სოკოს გასინჯვას ალბათ ბევრი თქვენგანი ვერ გაბედავდა არც ისე მიმზიდველი გარეგნული იერის და გულისამრევი სუნის გამო.



image



სოკო საკმაოდ იშვიათად გვხვდება. ის ძირითადად შერეულ და ფოთლოვან ტყეებში იზრდება ნეშომპალა ნიადაგზე და ხეების დამპალ ძირებზე.

თუ ტყეში სეირნობისას ასეთ სურათს წააწყდით, არ შეშინდეთ. იცოდეთ, რომ ეს საფლავიდან ამოწვდილი მიცვალებულის ხელი კი არა, ჩვეულებრივი სოკოა.



image






5
201
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
201
  
2018, 19 აპრილი, 23:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 19 აპრილი, 23:11
ქამაც კარგია, მაგრამ ნიყვი? მმმმმ )
2018, 19 აპრილი, 23:10
რეცეპტი საიდუმლოდ შევინახეეე :დ
2018, 19 აპრილი, 18:02
დლოცვილ ქამა სოკოს არცერთი სოკო არ მირჩევნია:)
2018, 19 აპრილი, 15:16
ყველაფერი რომ დაწერე, რეცეპტი? :)
0 1 5