x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორ შევარჩიოთ ბავშვის სახელი?

image
ახალშობილისთვის სახელის დარქმევა მარტივი გადასაწყვეტი არ არის, იმ ადამიანმა, ხომ მთელი ცხოვრება ამ სახელით უნდა იცხოვროს.საკითხი უნდა განვიხილოთ ყველა მხრიდან:როგორ ჟღერს, რას ნიშნავს მისი სახელი, როგორ უხამდება ბავშვის გვარს და ა.შ.ცნობილი ფსიქოლოგი და ტაროლოგი მარიანა აბრავიტოვა რამდენიმე სასარგებლო რჩევას იძლევა:

image1)ნეგატიური ასოციაცია-თუ სახელი უკავშირდება თქვენთვის ნეგატიურ პიროვნებას, არავითარ შემთხვევაში არ დაარქვათ მისი სახელი, თუნდაც ოჯახის წევრები ან ნათესავები გაძალებდნენ, სანამ ბავშვს სახელს დაარქმევთ, კარგად გაიხსენეთ თქვენი საახლობლო წრე, თუ სახელი თქვენში უარყოფით პიროვნებასთან ასოცირდება არ დაარქვათ მისი სახელი, ის აუცილებლად აისახება შემდგომ ბავშვის მომავალზე და თქვენს ურთიერთობებზეც.

image

2)ასობგერათა შეხამება-ამაზე აუცილებლად იფიქრეთ, რამდენად სწორად შეეხამება ბგერები გვარს, ეცადეთ, რომ დისონასურად არ ჟღერდეს, მაგალითად: რაულ-მაყვალა ალიბეგაშვილს სჯობს ალექსანდე -ანა ალიბეგაშვილი.

image

3)ისტორიული სახელები-გაითვალისწინეთ და მოერიდეთ ისეთი სახელის დარქმევას, რომელიც წარსულში ბოროტებასთან ასოცირდება, წარსულის ნეგატიური მოვლენები კარგს არაფერს მოუტანს ბავშვს და საზოგადოებაც არ მიიღებს ამას ნორმალურად.აბა წარმოიდგინეთ, რომ შვილს ადოლფი დაარქვათ.(ისე, საქართველოში 400 წელიწადია ბავშვს შადიმანს აღარ არქმევენ)

image

4)ნაადრევად წასული ახლობელი ადამიანის სახელი-არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვისთვის იმ ადამიანის სახელი დარქმევა, რომელიც ნაადრევად დაიღუპა, ეს არის თავისებური "დანაკარგის შეცვლა", მაგრამ ესაა დიდი შეცდომა, მშობლები და ახლობლები აღიქვავენ მას როგორც მიცვალებულის პერსონიფიკაციას, რაც ცუდად აისახება ბავშვის მომავალ ბედ-იღბალზე.

შეიძლება თუ არა ბავშვს წინაპრების, პაპა-ბებიების სახელი დავარქვათ?კი, შეიძლება რა თქმა უნდა თუ მათ დიდხანს იცოცხლეს.

image

5)ეგზოტიკური სახელი, რომელიც თქვენ კულტურას არ შეესაბამება-ნუ დაარქმევთ ბავშვს სახელს რაიმე უცხოური მოდური სერიალის ან ფილმის ზეგავლენით, როგორც არ უნდა მოგწონდეთ, იფიქრეთ ბავშვის მომავალზე და იმაზეც, რომ მან შეიძლება საზოგადოებაში ამ სახელის გამო უცხოდ და გარიყულად იგრძნოს თავი.

image

იხილეთ აგრეთვე

image

"ფეისბუქის" მომხმარებელთა 5 ტიპი-იქნებ თქვენი თავი ამოიცნოთ?

image

0
218
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
218
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0