x
ბაბუხადია: „ხეების ტრანსპორტირებისას იჭრება სხვა ათობით საღი ხე, ეს კი თავისთავად დიდ ზიანს აყენებს გარემოს“

ვერ გაპრავდება ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების გადატანით გამოწვეული შედეგი, თუ მისთვის დახარჯული სახელმწიფო რესურსი. შეუძლებელია იმის გაპრავება, თუ როგორ ებრძვის თვალის სიმსივნეს 11 წლის ბავშვი, რომლის ოჯახსაც მკურნალობის ფული არ აქვს, ხოლო სახელმწიფო მას არ ეხმარება. ეს ერთი რიგითი შემთხვევაა, რომელიც დღეს რ2-მა გვამცნო. სამწუხაროდ კიდევ ძალიან ბევრია ისეთი, ვისაც სხვადასხვა სახის დახმარება სჭირდება და ამ დახმარებას ისინი ვერ იღებენ. სამაგიეროდ ივანიშვილის ხეების გადატანისთვის ბიუჯეტიდან ასობითათასი ლარი იხარჯება. ამ ყველაფერს კი ბოლო არ უჩანს. პრაქტიკულად სახელმწიფო აფინანსებს მისი ხეების გადატანისთვის საჭირო გზების გაყვანას. გზები გაჰყავთ, თუმცა ამ გზებით შემდგომში ვერავინ სარგებლობს, მათი ბოლო უბრალოდ ტყეა. ამაში კი უამრავი ფული იხარჯება, სამაგიეროდ სოფლის გზები, სადაც ადამიანები გადაადგილდებიან არ იგება და კვლავ მძიმე მდგომარეობაშია. არანაკლებ მძიმეა ეკოლოგიური შედეგები, ხეების ტრანსპორტირებისას, იმისთვის რომ მათი გადატანა მარტივად მოხდეს იჭრება სხვა ათობით საღი ხე. ამის არა ერთი ფაქტი და მაგალითი არსებობს, ეს კი თავისთავად დიდ ზიანს აყენებს გარემოს. ხოლო უმთავრესი ალბათ მაინც ადამიანური ყოფაა. უამრავი გაღარიბებული, გაღატაკებული, სახელმწიფოსგან დახმარების მოლოდინში მყოფი მოქალაქე, რომლებისთვისაც არაფერი იცვლება, ხოლო ფული, რომელიც მათ პრობლემებს, რაღაც ნაწილისას მაინც გადაჭრიდა, ხეების გადატანას ხმარდება... - გიორგი ბაბუხადიაimageimage
imageimage


0
20
შეფასება არ არის
ავტორი:დუდე555
დუდე555
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0