x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
საკულტო როლები, რომლებიც სულ სხვა მსახიობებს უნდა ეთამაშათ
ყველა ჩვენგანი ცვლილებებისა და კატაკლიზმების ეპოქაში ცხოვრობს. კინემატოგრაფიას ხომ საუკუნეების წინ ჩაეყარა საფუძველი. სანამ ტელევიზია პოპულარული გახდებოდა, ადამიანები უახლესი კინოფილმების საყურებლად კინოთეატრებში იყრიდნენ თავს. იაფფასიანი ამბების ჩვენებით დაწყებული, კინემატოგრაფია, დიდ კომერციულ ინდუსტრიად და თავისუფალი დროის გასატარებელ საუკეთესო საშუალებად იქცა. თუმცა, დროის ცვლილებასთან ერთად დაიხვეწა ყველაფერი ამ დარგში და უფრო სასიამოვნო საყურებელი გახდა თავისი ეფექტებით, ფერებითა და ჟანრობრივი განხრით. მეც და მათ შორის ალბათ ყველა თქვენგანს გექნებათ თქვენი ფავორიტი ფილმი, რომლის მრავალჯერ ყურება არაჩვეულებრივ სიამოვნებას განიჭებთ.


ფილმებსა და საერთოდ კინემატოგრაფიას თანამედროვე ეპოქაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. საზოგადოების ინტერესს იწვევს მსოფლიო კინომწარმოებლების ყველა ახალი წამოწყება, ახალი ფილმები, თავად ამ ფილმების შემქმნელებისა თუ მათში მონაწილე გმირების ისტორიები როგორც ფილმში, ასევე ფილმს გარეთ. ამის გამოა, რომ თანამედროვე კინოინდუსტრია მუდმივი "დაკვირვების" ქვეშაა, შესანიშნავი ნიჭის წყალობით კი მსახიობები თუ შოუ-ბიზნესის სხვა წარმომადგენლები, სამუდამოდ რჩებიან მაყურებლის გულში.


image


წელიწადში მილიონობით ფილმს იღებენ და ბევრი მათგანი ხდება უკვდავი და დამსახურებული მაყურებელთა გადაწყვეტილებით, ვინაიდან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს მათ გრძნობებზე ამა თუ იმ მსახიობებმა, რადგან მათ გაარღვიეს მაყურებლის გულებში ყველა მწვერვალი და მოიპოვეს უკვდავი გენიის სტატუსი, რის გამოც გიჩნდებათ სურვილი უსასრულოდ უყუროთ საყვარელ სცენებს.



თუმცა, ხდება ისეც, რომ შეთავაზებულ როლზე მსახიობები უარს ამბობენ იმის გამო, რომ არ მოწონთ, ან უკვე დაკავებულები არიან სხვა პროექტებით. მოგვიანებით კი ნათელი ხდება, რომ ფილმმა, რომელშიც მთავარ როლზე უარი თქვეს, მსოფლიო კინოს ისტორიაში იკავებს ერთ-ერთ ღირსეულ ადგილს.


წარმოგიდგენთ საკულტო როლებს, რომლებიც სულ სხვა მსახიობებს შესთავაზეს, თუმცა, სხვებმა ითამაშეს. ვნახოთ, როგორი იქნებოდა ჩვენი საყვარელი ფილმები ამ მსახიობების გარეშე.




1. Jennifer Lawrence (ჯენიფერ ლოურენსი) უნდა ყოფილიყო ბელას როლში, ფილმი "ბინდი". თუმცა, მთავარ როლზე კრისტენ სტიუარტი დაამტკიცეს.image





2. Robin Williams (რობინ უილიამსი) უნდა ყოფილიყო ჯეკ ტორენსის როლში, ფილმი "ნათება".image





3. Scarlett Johansson (სკარლეტ იოჰანსონი) უნდა ყოფილიყო ლისბეტ სალანდერის როლში, ფილმი "გოგონა დრაკონის ტატუთი".image





4. Will Smith (უილ სმიტი) უნდა ყოფილიყო ჯანგოს როლში, ფილმი "ჯანგოს გათავისუფლება".image





5. Bruce Willis (ბრიუს უილისი) უნდა ყოფილიყო სემის როლში, ფილმი "მოჩვენება".image





6. Nicolas Cage (ნიკოლას ქეიჯი) უნდა ყოფილიყო მოჭიდავის როლში, თუმცა მან ის მიკი რურკს დაუთმო, რადგან იმ დროს, მიკის ჰქონდა წარუმატებელი როლები და დაღმასვლა კარიერაში, როლი კი მისთვის ზედ გამოჭრილი იყო, ის ხომ მართლაც მოკრივე იყო და ზუსტად ჩაჯდა როლში.image





7. Gwyneth Paltrow (გვინეტ პელტროუ) უნდა ყოფილიყო როუზის როლში, ფილმი "ტიტანიკი". თუმცა, რეჟისორმა გვინეტი ვერ დაინახა როუზის როლში და ბოლოს ის არაჩვეულებრივმა და ნიჭიერმა ქეით უინსლეტმა მოირგო.image





8. Angelina Jolie (ანჯელინა ჯოლი) უნდა ყოფილიყო რაიან სტოუნის როლში, ფილმი "გრავიტაცია", თუმცა, როლის შეთავაზების დროს ის საკუთარ ფილმზე "თაფლის და სისხლის ზღვარზე" მუშაობდა და სთხოვა გადაღების გადადება. როლი სანდრა ბალოკს შესთავაზეს და როგორც ამბობენ, ჯოლი მასზე ძალიან გაბრაზდა.image





9. Leonardo DiCaprio (ლეონარდო დიკაპრიო) უნდა ყოფილიყო ფსიქოპატის როლში, ფილმი "ამერიკელი ფსიქოპატი". ლეოს უნდა ეთამაშა ეს როლი, თუმცა, რეჟისორმა, კრისტიან ბეილი დაინახა ფსიქოპატის როლში და ვისაც გაქვთ ფილმი ნანახი, დამეთანხმებით, რომ ის მართლაც შეუდარებელია.image





10. Kim Basinger (კიმ ბესინჯერი) უნდა ყოფილიყო მირანდა პრისტლის როლში, ფილმი "ეშმაკი ატარებს პრადას". აქაც რეჟისორის შეხედულებამ გადაწონა და როლზე მერილ სტრიპი დაამტკიცეს.image





11. Reese Witherspoon (რიზ უიზერსპუნი) უნდა ყოფილიყო მარლა სინგერის როლში, ფილმი "მებრძოლთა კლუბი". თუმცა, რიზმა მიიჩნია, რომ ეს როლი მისთვის იქნებოდა ძნელი და უარი თქვა.image





12. Jim Carrey (ჯიმ ქერი) უნდა ყოფილიყო ლოკის როლში, ფილმი "ტორი". თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ჯიმი ამ როლში? საბოლოოდ, როლი ნაკლებად ცნობილმა მსახიობმა ტომ ჰიდლსტონმა შეასრულა.image





13. John Travolta (ჯონ ტრავოლტა) უნდა ყოფილიყო ფორესტ გამპის როლში, ფილმი "ფორესტ გამპი". ამ უცნაური პერსონაჟის როლის შესრულებაზე ჯონმა, თავად თქვა უარი და ის ტომ ჰენქსმა არაჩვეულებრივად შეასრულა, მოგვიანებით კი ჯონმა ინანა, რომ უარი თქვა.image





14. Marilyn Monroe (მერილინ მონრო) უნდა ყოფილიყო ჰოლი გოლაიტლის როლში, ფილმი "სადილი ტიფანისთან". რომანის ავტორი ოცნებობდა მთავარი როლი, როდესაც ფილმს გადაიღებდნენ მისი რომანის მიხედვით, მერილინ მონროს შეესრულებინა, ამბობენ მერილინი დამტკიცებულიც კი იყო როლზე, თუმცა, როდესაც ოდრი ჰეპბერნს გამოუხატია სურვილი, რეჟისორები მისკენ გადახრილან.image





15. Will Smith (უილ სმიტი) უნდა ყოფილიყო ნეოს როლში, ფილმი "მატრიცა", თუმცა, იმ დროს უილის იღებდნენ ფლმში "ველური, ველური დასავლეთი". ბოლოს როლზე კიანუ რივზი დაამტკიცეს და ფილმი მაყურებელმა მალევე აიტაცა.image





16. Jeremy Irons (ჯერემი აირონსი) უნდა ყოფილიყო ჰანიბალ ლექტერის როლში, ფილმი "კრავთა დუმილი", თუმცა, ჯერემიმ უარი თქვა როლზე, არ უნდოდა სასტიკი კანიბალის როლი ეთამაშა. ენტონი ჰოპკინსს, ეს არაჩვეულებრივად გამოუვიდა და "ოსკარიც" აიღო.image





17. Madonna (მადონა) ფრიდა კალოს როლში. მადონას მართლა სურდა მექსიკელი მხატვრის როლის შესრულება, ის მისი დიდი გულშემატკივარიც იყო, თუმცა, რეჟისორებმა სელმა ჰაიაკი აირჩიეს, რომელმაც, ნამდვილად საუცხოოდ შეასრულა.image





იხილეთ აგრეთვე:



კადრები ფილმებიდან, რომლებიც ბევრმა თქვენგანმა "დააპაუზა"image





მსახიობები, რომლებიც კინოს გადაღების დროს "როლიდან" გააგდესimage





კინოს გადაღებისას დაშვებული "უპატიებელი" შეცდომებიimage





12 ყველაზე სკანდალური ეროტიული სცენა კინემატოგრაფიის ისტორიაშიimage





ყველაზე საუკეთესო წყვილები კინოს ისტორიაშიimage





10 ფილმი, რომელთაც მაყურებლის გრძნობები "შეურაცხყეს"image





როლის დროს დაშავებული ვარსკვლავები, რომლებიც ფილმში ორიგინალით გაუშვესimage





10 ფილმი, რომლებმაც მამაკაცებიც კი ცხარედ ატირაimage





10 ფილმი, რომელიც რეალურიაimage





რამდენად კარგად გახსოვთ დეტალები საყვარელი ფილმებიდან? გამოიცანითimage


1
1132
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1132
  
2018, 21 აპრილი, 20:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1