x
საინტერესო და პოპულარული შეკითხვების მეცნიერული ახსნა
1)ჭაში ჩავარდნილი ჩიტი ვეღარ ამოფრინდება. რატომ?ჩიტიჩიტს არ შეუძლია ვერტიკალურად ამოფრინდეს. მას შეუძლია სპირალისებურ ტრაექტორიაზე ამოფრენა, რისი საშუალებაც ჭაში არ აქვთ. ამიტომ იგი ჭიდან ვერ ამოფრინდება.

2)როგორ განვასხვავოთ მოხარშული კვერცხი მოუხარშავისგან?

imageმოვიყვანოთ კვერცხი ბრუნვით მოძრაობაში: მოხარშული კვერცხი სწრაფად და დიდხანს იტრიალებს, მოუხარშავი- პირიქით. ეს გამოწვეულია იმით, რომ მოხარშული კვერცხი ბრუნავს, როგორც ერთი მთლიანი საგანი, ხოლო მოუხარშავი კვერცხის ბრუნვით მოძრაობას ხელს უშლის ერთმანეთისგან განსხვავებული თხევადი შრეებისგან შემდგარი შიგთავსი. ეს შრეები ერთდროულად ვერ ამოძრავდებიან, რის გამოც თავიანთი ინერციით აბრკოლებენ მყარი გარსის მოძრაობას.

3)რატომ გამოხუნდება ტანსაცმელი მზეზე?imageმზის ულტრაიისფერი გამოსხივების გამო ხდება საღებავის დაჟანგვა ჰაერზე.


4)რატომ აქვს სამზარეულოს ნიჟარის გამომყვან მილებს დაკლაკნილი ფორმა?imageამ მუხლში წარმოიქმნება წყლის საცობი, რომელიც ხელს უშლის კანალიზაციის მილებიდან საცხოვრებელ შენობაში აირის შესვლას.

5) როცა წამიერად ვეხებით ცხელ უთოს სველი თითით სამწვრობას არ ვღებულობთ. რატომ?imageსითბოს გარკვეული რაოდენობა იხარჯება წყლის ასაორთქლებად, ამიტომ თითი არ დაგვეწვება.

0
103
შეფასება არ არის
ავტორი:ნუგზარ გოგბერაშვილი
ნუგზარ გოგბერაშვილი
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0