x
image
რუსუდან ნადირაშვილი
ია ფარულავა ახალ გადაცემაში ფადი ასლისთან დაშორების მიზეზებს გაარკვევს
image


ია ფარულავა „რუსთავი 2“-ზე ახალ გადაცემას იწყებს, სადაც პოპულარულ ადამიანების პირადი ცხოვრების შესახებ კითხვებს დაუსვამს და თუკი მათგან გულწრფელ საუბარს მოისმენს, თანხასაც გადაუხდის.


ახალი გადაცემის სატელევიზიო ანონსი ტელე ეთერში რამდენიმე კვირაა უკვე ტრიალებს. გადაცემის ეთერში გასვლის კონკრეტული დრო უცნობია, თუმცა წამყვანი უკვე საუბრობს იმაზე, რომ საკუთარ პირად ცხოვრებაზე დეტალური და თამამი საუბარი ექნება.


თავის დროზე დიდხანს საუბრბდნენ ბიზნესმენ ფადი ასლისა და ია ფარულავას დაშორების მიზეზებზე. ახლა კი ირკვევა, რომ გადაცემის ერთერთი სტუმარი სწორედ ფადი ასლი იქნება და პირველად ღია ეთერში ორვე ერთად დაჯდება და უცნობ დეტალებზე ღიად ისაუბრებს.



„ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად მეყოლება ფადი ასლი, რომელთანაც ხუთი წელი ვიცხოვრე. ჩვენს გაშორებაზე დღემდე ბევრი მითქმა-მოთქმა არსებობს და ამ გადაცემაში ორივე ბევრ შეკითხვას გავცემთ პასუხს“ - აღნიშნავს ია ფარულავა ტელეკომპანია „მიუზიკბოქსთან“ საუბარში.



ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ია ფარულავა აღნიშნავს, რომ აქამდე „რუსთავი 2“-ზე ორჯერ იყო მცდელობა, რომ მას გადაცემა წაეყვანა მაგრამ ვერც ერთი პროექტი ვერ შედგა, ერთ შემთხვევაში ის და ლელა წურწუმია უნდა ყოფილიყვნენ თანაწამყვანები, მეორედ კი მარინა ბერიძესთან ერთად უნდა გაძღოლოდა ენამწარე თოქშოუს.

1
199
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
199
  
2018, 19 აპრილი, 23:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1