x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
"რუსეთი ოკუპანტია"-ამ სტიკერის დაკვრაზე თქვენს ჩანთაზე ან ჩემოდანზე რა რეაქცია გექნებათ? გამოკითხვა რუსეთში

image როგორც იცით, სამოქალაქო მოძრაობა "ახალი თაობის" ორგანიზებით ჯერ, ქუთაისის კოპიტნარის აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით მიმავალი მგზავრების ჩემოდნებზე და ჩანთებზე დააკრეს სტიკერი "რუსეთი ოკუპანტია".
შემდეგ კი აქციამ თბილისის აეროპორტში გადაინაცვლა. აეროპორტების ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ აეროპორტის ვაგზლები საჯარო ადგილია და აქციის ორგანიზატორებს ვერ აუკრძალავენ მოქმედებას, რადგან მათი მოქმედება არ არღვევს კანონს.
აღნიშნულ აქციაში რუსი ტურისტების მოხვდნენ, ნაწილი გამგზავრებისას ნაწილი კი ჩამოსვლისას.
ამ აქციამ რუსეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, გამოჩნდა უამრავი სტატია და ფოტო მასალა ამასთან დაკავშირებით.
რუსული პრესაში გამოჩნდა შემდეგი სახის სტატიები: სტიკერს "რუსეთი ოკუპანტია" უკვე რუსი ტურისტების ჩანთებზე და ჩემოდნებზე აკრავენ. აქციას, რომელიც როგორც ქართული მედია აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი თაობა" უწევს ორგანიზებას. ჯერ კოპიტნარის შემდეგ კი თბილისის აეროპორტებში გაგრძელდა აქცია.
შესაძლოა მალე აღნიშნული სტიკერები გავრცელდეს რკინიგზის ვაგზლებსა და ავტო ვაგზლებზე.
სტიკერებს ახალგაზრდები აკრავენ თავად, თან ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, რუს ტურისტებს ჰგონიათ, რომ ეს მათი ხელახლა საქართველოში მოწვევის სტიკერია რადგან სტიკერები ქართულ ენაზეა (აი აქ კი "ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში", რადგან სტიკერები ინგლისურადაა დაწერილი სტიკერზე და არა ქართულად).
ორგანიზაცია "ახალი თაობის" წარმომადგენელმა დავით დონდარიანმა ტელეკომპანია რუსთავი2–ან ინტერვიუს დროს განაცხადა: რომ საქართველოს
20% –ი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. გასულ წელს მილიონზე მეტი რუსი ტურისტი ეწვია საქართველოს და განა იმსახურებენ ეს ადამიანები ასეთ დამცირებას? შესაძლოა ორგანიზაცია ამ ხერხით ცდილობს გრანტის მოპოვებას"!
ასე მთავრდება სტატია იქვეა მოცემული გამოკითხვა რუსეთში, ვინ როგორ აფასებს აღნიშნული სტიკერების დაკვრაზე რუსეთის მოქალაქეების ბარგზე.
imageimageimageimage მე როგორც ქართველი და საქართველოს მოქალაქე ვაცხადებ: რუსეთი ოკუპანტია.




3
142
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
142
  
2018, 19 აპრილი, 23:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 19 აპრილი, 11:26
100%–იან ჭეშმარიტებას ბრძანებთ, რუსეთისგან ცუდის გარდა რა მახსოვს, ჩემს წინაპრებს მთელი მამულები წაართვეს და წინააღმდეგობის გაწევის გამო ციმბირში გაასახლეს ჩიჩუების საგვარეულო სასახლეში კი ციხე გახსნეს გადაკეთების მერე.
უბიხები ან გაანადგურეს ან თურქეთში გაასახლეს და სადღეისოდ დედამიწაზე ერთი უბიხი არ ცხოვრობს. საქართველოს ტერიტორიები ან მიიტაცეს ან გაასხვისეს, სამეფო–სამთავრობოები გაგვიუქმეს, ძვირფასეულობა გაზიდეს, ეკლესიის ავტოკეფალია გაგვიუქმეს და 1921 წელს საქართველოს ანექსია მოახდინეს.
პ.ს
მაგრამ ეს ვის აინტერესებს თქვენს და ჩემს გარდა, სტატიასაც არ ეტყობა? 34–მა ნახა სულ, აბა ბომონდზე ყოფილიყო სტატია 400 ნახვა მაინც ექნებოდა...
2018, 19 აპრილი, 10:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3