x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134036
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჟურნალმა People-მა პლანეტის ულამაზესი ქალი დაასახელა

image

სპეციალური გამოცემის გარეკანზე არტისტი შვილებთან ერთად: ჯეისონ მუნთან და ქალიშვილ უილო სეიჯთან ერთად არის აღბეჭდილი.


ამერიკულმა ჟურნალმა People-მა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალების ყოველწლიური სია წარმოგვიდგინა. 2018 წელს რეიტინგს სათავეში მოექცა 38 წლის ამერიკელი მომღერალი პინკი-(ნამდვილი სახელი ალიშია ბეთ მური).

" ვგრძნობ, რომ უფრო ლამაზი გავხდი და გადავწყვიტე, მთელი კვირის განმავლობაში, სანამ ჟურნალი იყიდება, ვერავინ გამიბედოს პირდაპირ თვალებში ყურება, " -ასეთი ირონიული კომენტარით უპასუხა პინკმა ჟურნალის რედაქციის გადაწყვეტილებას.

მომღერლის აზრით, სილამაზე მრავალმხრივია და ყველასთვის თავისებური. ამავე დროს, პინკმა განმარტა, რომ მისი მთავარი ღირსება იუმორის გრძნობაა.


" ვფიქრობ, რომ ერთის მხრივ, იუმორის გრძნობა საუკეთესოა ჩემში, მეორე მხრივ კი ამჟამად მართლაც მშვენიერი დროა, როდესაც აბსოლუტურად სხვადასხვა ადამიანები ფასდება", - ამბობს მომღერალი.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს ყველაზე ლამაზი ქალი, People-ს ვერსიით მსახიობი ჯულია რობერტსი იყო.

imageამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკოსი, პროდიუსერი, მოცეკვავე და მსახიობი პინკი, განასკუთრებით პოპულარული 2000-იანი წლების პირველ ნახევარში გახდა, როდესაც მსენელებს დაამახსოვრა თავი ისეთი ჰიტებით როგორებიცაა: You make me sick, Get the party started, Family Portrait, Stupid Girls და სხვები.მომღერალი ორგზის გრემის მფლობელია.



0
76
9-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0