განათლება ბიოლოგია - საჭმლის მომნელებელი სისტემა 2018, 18 აპრილი, 18:02 ბიოლოგია - საჭმლის მომნელებელი სისტემა.
ამ ეტაპზე განვიხილოთ პირის ღრუ.
პირის ღრუ - ადგილი, სადაც პირველად ხდება საჭმლის მექანიკური დამუშავება. იგი ამოფენილია ლორწოვანი გარსით, რომელიც უამრავ წყვილ სანერწყვე ჯირკვალს შეიცავს. გარდა ამ ჯირკვლებისა პირის ღრუში სადინრებით 3 წყვილი დიდი სანერწყვე ჯირკვალი იხსნება(ყბაყურა, ყბისქვეშა და ენისქვეშა). პირის ღრუს ჯირკვლები გამოყოფს ნერწყვს, იმის მიუხედავად არის თუ არა იქ საკვები. პირის ღრუში საკვები სულ რაღაც 15-20 წამი ჩერდება. აქ იგი მექანიკურად გადამუშავდება : კბილები აქუცმაცებს ლუკმას, ნერწყვი ასველებს და აწებებს მას, ხოლო ენა თავისი მოძრაობით აგუნდავებს მას. პირის ღრუში ასევე გამოიყოფა ფერმენტი ლიზოციმი, რომელიც მიკრობებს აუვნებელყოფს. ქვემოთ მოცემულ ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ საჭმლის მომნელებელი სისტემის ტესტები. შეამოწმეთ თქვენი ცოდნა. https://renderer.apester.com/interaction/5ad74bbf647b0f5b2550cece?preview=true 75 შეფასება არ არის
|