x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ტესტები ბიოლოგიაში(საჭმლის მომნელებელი სისტემა)

პირის ღრუ, კბილები, საყლაპავი მილი, კუჭი, წვრილი, მსხვილი და სწორი ნაწლავი იმ სისტემის ნაწილებია, რომელშიც ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და კუჭქვეშა ჯირკვლის მონაწილეობით იწყება და მთავრდება საჭმლის მონელება - სასარგებლო გადამუშავებული ნივთიერებები შეიწოვება, საკვების უვარგისი და მოუნელებელი ნაწილი კი ორგანიზმიდან გამოიდევნება.

image

ნახშირწყლების მონელება

პირში მრავალი სანერწყვე ჯირკვალია, აქედან 3 ყველაზე დიდია, პირში ხდება თერმულად დამუშავებული ნახშირწყლის დაშლა. აქ მაღალმოლეკულური ნახშირწყლები გარდაიქმნება დაბალმოლეკულურად. მაგ: სახამებელი - გლუკოზად.
კუჭში ნახშირწყლების დამშლელი ფერმენტები არ გამოიყოფა.
თორმეტგოჯა ნაწლავში იხსნება პანკრეასის და ნაღვლის ბუშტის სადინარები. პანკრეასში, ანუ კუჭქვეშა ჯირკვალში ყველაფრის დამშლელი ფერმენტები გამომუშავდება.

ლიპიდების მონელება.

პირში ლიპიდების მონელება არ ხდება. კუჭში არის ცხიმის დამშლელი ფერმენტი ლიპაზა, რომელიც მხოლოდ ჩვილ ბავშვებშია აქტიური და ცხიმს ცხიმოვან წვეთებად შლის.
თორმეტგოჯა ნაწლავში ღვიძლში გამომუშავებული და ნაღვლის ბუშტიდან გამოყოფილი ნაღველი ააქტიურებს პანკრეასიდან გამოყოფილ ლიპაზას. გააქტიურებული ლიპაზა ცხიმოვან მჟავებად და გლიცერინად შლის.
წვრილი ნაწლავის ხაოებზე ხდება უჯრედის სტრუქტურის შესაბამისი ცხიმის კვლავსინთეზი, შემდეგ კი გაიწოვება. გაწოვილ ცხიმს ლიმფა წაიღებს უჯრედებამდე, უჯრედში საბოლოოდ იშლება ნახშირორჟანგად და წყლად. მსხვილ ნალწავში ხდება წყლის გაწოვა და ვიტამინ K-ს წარმოქმნა.

იხ. ტესტები ბიოლოგიაში - საჭმლის მომნელებელი სისტემა

<div class="apester-media" data-media-id="5ad74bbf647b0f5b2550cece" height="895"></div><script async src="//static.apester.com/js/sdk/v2.0/apester-javascript-sdk.min.js"></script>

0
821
შეფასება არ არის
ავტორი:ნუგზარ გოგბერაშვილი
ნუგზარ გოგბერაშვილი
821
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0