განათლება ტესტები ბიოლოგიაში(საჭმლის მომნელებელი სისტემა) 2018, 18 აპრილი, 17:51 პირის ღრუ, კბილები, საყლაპავი მილი, კუჭი, წვრილი, მსხვილი და სწორი ნაწლავი იმ სისტემის ნაწილებია, რომელშიც ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და კუჭქვეშა ჯირკვლის მონაწილეობით იწყება და მთავრდება საჭმლის მონელება - სასარგებლო გადამუშავებული ნივთიერებები შეიწოვება, საკვების უვარგისი და მოუნელებელი ნაწილი კი ორგანიზმიდან გამოიდევნება.
ნახშირწყლების მონელება პირში მრავალი სანერწყვე ჯირკვალია, აქედან 3 ყველაზე დიდია, პირში ხდება თერმულად დამუშავებული ნახშირწყლის დაშლა. აქ მაღალმოლეკულური ნახშირწყლები გარდაიქმნება დაბალმოლეკულურად. მაგ: სახამებელი - გლუკოზად.
ლიპიდების მონელება. პირში ლიპიდების მონელება არ ხდება. კუჭში არის ცხიმის დამშლელი ფერმენტი ლიპაზა, რომელიც მხოლოდ ჩვილ ბავშვებშია აქტიური და ცხიმს ცხიმოვან წვეთებად შლის. იხ. ტესტები ბიოლოგიაში - საჭმლის მომნელებელი სისტემა 824 შეფასება არ არის
|