x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ინტერმედიას რედაქტორი მარიამ პაკაცოშვილი ახალი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შეხვდა

დღეს ახალი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს ინტერმედიას რედაქტორი მარიამ პაკაცოშვილი შეხვდა.რედაქტორმა ახალგაზრდებს ყველაზე მასშტაბური და პოპულარული სამოქალაქო ჟურნალისტიკის ქართული პლატფორმა " intermedia.ge" გააცნო და მასთან დაკავშირებით სტუდენტებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.


image


“ სტუდენტებმა ინტერმედიას მიმართ დიდი დაინტერესება გამოხატეს .ვფიქრობ რომ ჩვენს მიერ შეთავაზებული სტაჟირების პროგრამა მათთვის ნაყოფიერი და წარმატებული იქნება.სტაჟირების ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას, ამასთანავე მათ ჩაუტარდებათ ტრენინგები და მასტერკლასები, რაც შემდგომ კარიერულ წინსვლაში დაეხმარება’’-აცხადებს ინტერმედიას რედაქტორი მარიამ პაკაცოშვილი.


image


შეხვედრას სტუდენტებთან ერთად ესწრებოდა უნივერსიტეტის რექტორი თამარ გარდაფხაძე .ინტერმედიას რედაქტორმა სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა შესთავაზა და უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

image


შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.ინტერმედიას რედაქტორი ამობობს, რომ მსგავსი გაცნობითი ხასიათის პრეზენტაციები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში კვლავ გაგრძელდება და მოხდება სტუდენტებსა და ახალგაზრდებთან თანამშრომლობა.


image





0
34
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0