x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
საფრანგეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს,მათ შორის არის მომღერალი "კაბუ"


image

ქართველ სამართალდამცავებთან ერთად საფრანგეთში და საბერძნეთში ამა წლის 16-17 აპრილს ჩატარდა სპეცოპერაცია სახელწოდებით"Caucase Normandie“, რა დროსაც საბერძნეთის ქალაქ სალონიკში დააკავეს ოთხი ქართველი "კანონიერი ქურდი", ხოლო პარალელურად საფრანგეთში აყვანილი იქნა ქართული 15 კაციანი კრიმინალური დაჯგუფება, დაკავებულთა შორის არის ცნობილი ქართველი რეპერი და მსახიობი "კაბუ".იგივე კახა აბუაშვილი.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შსს ავრცელებს:

image

"დაკავებულია ოთხი ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“: საბერძნეთის ქალაქ სალონიკში - ე.წ. კანონიერი ქურდი, 1961 წელს დაბადებული ლაშა შუშანაშვილი, მეტსახელად „ლაშა რუსთავსკი“; საფრანგეთის ქალაქ მონტობანში - ე.წ. კანონიერი ქურდი, 1974 წელს დაბადებული ალექსანდრე კობალაძე, იგივე რამაზ ღუღუნიშვილი, მეტსახელად „სიუ“. საბერძნეთის ქალაქ ათენში - ე.წ. „კანონიერი ქურდები“: 1989 წელს დაბადებული ნოდარ შუკაკიძე, მეტსახელად „ნოდო გლდანსკი“ და 1962 წელს დაბადებული მერაბ ასანიძე, მეტსახელად „ჩიკორა“."-აღნიშნულია განცხადებაში.

image

რაც შეეხება საფრანგეთს:

ქალაქ კაენში დაკავებული არიან ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები, ე.წ. „მაყურებლები“: 1988 წელს დაბადებული ელგუჯა შუკაკიძე, 1982 წელს დაბადებული დავით ხოდელი, 1979 წელს დაბადებული პაატა ახალაძე, რომელსაც ე.წ. „ქურდული საერთო“ ებარა. ელგუჯა შუკაკიძესთან და პაატა ახლაძესთან ერთად დაკავებულები არიან მათი მეუღლეები - 1987 წელს დაბადებული ნანა მათიაშვილი და 1985 წელს დაბადებული ნინო იოსელიანი, რომლებიც დაჯგუფების კრიმინალურ საქმიანობაში იყვნენ ჩართული.


საფრანგეთის ქალაქ რენში კი სამართალდამცველებმა დააკავეს 1991 წელს დაბადებული ლევან გოჩიაშვილი, რომელსაც, ასევე, ებარა ე.წ. „ქურდული საერთო“.


image


ასევე, საფრანგეთში დააკავეს: 1974 წელს დაბადებული კახა აბუაშვილი, იგივე „კაბუ“, 1963 წელს დაბადებული გოჩა ფოცხიშვილი, 1986 წელს დაბადებული ბექა ახვლედიანი, 1983 წელს დაბადებული ვახტანგ ახვლედიანი, 1962 წელს დაბადებული ლორიტა პაჭკორია-ნოზაძე, 1969 წელს დაბადებული არსენ ხაჩატრიანი, 1985 წელს დაბადებული ზურაბ აჯამოვი, 1966 წელს დაბადებული კარენ არუთიუნიანი, 1981 წელს დაბადებული მიხეილ ოჩიგავა, 1992 წელს დაბადებული ალექსი სანაძე, 1970 წელს დაბადებული, ელმირა მუსტაფაიევა.


საბერძნეთის ტერიტორიაზე სულ დაკავებულია საქართველოს 23 მოქალაქე. ერთი დაკავებული პირის ვინაობა ამ დროისათვის დგინდება.




შეგახსენებეთ, "კაბუ", იგივე კახა აბუშავილი 3 წლის წინ საფრანგეთში სამკურნალოდ გაემგზავრა, მისი მეგობრის პაატა ახალაძეს დახმარებით, როგორც თვითონ აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში "იმკურნალა, უკვე რამდენიმე სიმღერაც ჩაწერა და მომავალში კლუბური საქმიანობა აქვს გეგმაში."

2
247
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
247
  
2018, 25 აპრილი, 0:19
ეეეჰ კაბუ,კაბუ...
2018, 21 აპრილი, 22:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2