x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქერა ქალები ქერა მამაკაცებზე ორჯერ მეტი არიან:აღმოჩენა,რომელმაც მეცნიერები ჩიხში შეიყვანა

image

ევროპელებსა და მათ შთამომავლებს შორის, ქალებს ორჯერ უფრო მაღალი შანსი აქვთ დაიბადონ ბუნებრივი ქერა ვიდრე მამაკაცებს.


ამ დასკვნამდე მივიდა მეცნიერთა ჯგუფი, რომელმაც ჩაატარა ისტორიაში ყველაზე მასობრივი კვლევა ევროპელებისა და მათი შთამომავლების პიგმენტაციის გენეტიკური მახასიათებლების შესახებ, რომელიც მოიცავდა თითქმის 300 ათას ადამიანს.

კვლევის მსვლელობისას გამოვლინდა 124 გენი, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის თმის ფერზე.


კვლევის ავტორები თავიანთ მოხსენებაში აღიარებენ, რომ ვერ იპოვნეს მიზეზი, რატომ არიან ქერა ქალები ორჯერ მეტი, ვიდრე მამაკაცები.


კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Nature Genetics.

წინა კვლევების დროს აღმოჩენილი იქნა რამდენიმე ათეული გენი, რომელიც პასუხისმგებელია თმის ფერზე.

ამ კვლევისთვის გათვალისწინებული იყო დიდი ბრიტანეთის ბიომასალების საცავი Biobank-ის მონაცემები, აგრეთვე ამერიკული კომპანია 23andMe, რომელიც დაკავებულია დნმ-ის კვლევით, ისევე როგორც საერთაშორისო კონსორციუმი Visible Trait Genetic-ი და მისი პარტნიორები ჰოლანდიიდან, ავსტრალიადან და იტალიიდან.

მეცნიერებმა კვლევისთვის ევროპელები იმიტომ აირჩიეს, რომ მათი თმის ფერი ყველაზე ფართო სპექტრს მოიცავს.

მათ აღმოაჩინეს, რომ შანსი, მამაკაცებში დაიბადოს შავგვრემანი სამჯერ უფრო მეტია, ვიდრე ქალებში.

image

კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორის, ტიმ სპექტორის განცხადებით, მეცნიერები არ ელოდნენ, რომ ქერა ქალები ბევრად უფრო მეტნი იქნებოდნენ.

"ეს არის საიდუმლო, რომელიც გვაინტრიგებს, რადგან თავიდან ასეთ შედეგს არ მოველოდით. ვფიქრობდით, რომ ეს იყო გარკვეული სახის ანომალიური მოველენა, მაგრამ ეს არ შეცვლილა, ჩვენ იგივე შედეგი მივიღეთ მოსახლეობის ნებისმიერი ქვეჯგუფის შესწავლისას", - განუცხადა მან BBC- ს.

image

მაგრამ პროფესორ სპექტორს მაინც აქვს საკუთარი ვარაუდი:

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფაქტია, რის მიხედვითაც მამაკაცებისთვის უფრო მიმზიდველია თეთრი, ქერათმიანი ქალი, ხოლო ქალებისთვის პირიქით შავგვრემანი, შედარებით მუქკანიანი მამაკაცები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ სხვადასხვა გენი აქვთ . ამ გენების გამოხატულება განსხვავებულია და ჯერაც აუხსნელი მიზეზით ქერა გენი, რომელიც ქალებს აქვთ დაბადებიდან რჩება, ხოლო მამაკაცების ქრება."


imageიხილეთ აგრეთვე

image

0
77
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0