x
ტიტების ფესტივალი სტამბულში


image

ყოველი წლის გაზაფხულზე 2006 წლიდან სტამბულში აპრილის თვეში ზღაპრული სანახაობა ეწყობა, ქალაქი სახვადასხვა ფერის ტიტებით ივსება, მეყვავილეები სხვადასხვა ფერის ყვავილებისაგან ულამაზეს კომპოზიციებს აგებენ პარკებში, მოედნებზე, სანაპიროზე, მეჩეთებთან და სხვადასხვა ტურისტულ ადგილებში.ამ დროს განსაკუთრებით პოპულარულია Yildiz-ის, Emirgan-ის პარკები და ქალაქის ცენტრალური მოედანი, ფესტივალზე 200 ჯიშის დაახლოებით 30მლნ ტიტას იყენებენ, აქვე შესაძლებელია ტიტის ბოლქვების შეძენაც. გასულ წელს სულთან ახმედის მეჩეთის წინ ტიტების კომპოზიცია ულამაზეს ლურჯ ხალიჩას მოგაგონებდათ. image

ტიტა სტამბულის ერთერთი ტრადიციული სიმბოლოა. საუკუნეების წინ ტიტები ქალაქში ირანიდან ჩამოჰქონდათ და ყიდიდნენ, თუმცა ყვავილის პოპულარობის გამო მისმა ფასმა ამ პერიოდში განსაცვიფრებლად მოიმატა. სტამბულიდან კი ტიტები ევროპის ქვეყნებში გავრცელდა, მართალია დღესდღეისობით ტიტები ჰოლანდიასთან ასოცირდება, მაგრამ ეს ყვავილი ამ ქვეყანაში მოგვიანებით, დაახლოებით მეთექვსმეტე საუკუნეში გაჩნდა.

თუ ოდესმე აპრილში სტამბულში მოხვდებით ეს სანახაობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოტოვოთ.imageimage
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

0
457
1-ს მოსწონს
ავტორი:ANNA B
ANNA B
457
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0