x
საუდის არაბეთში მოდის კვირეული ჩატარდა

image

პირველად მსოფლიო ისტორიაში წელს მოდის კვირეული საუდის არაბეთში ეწყობა.არაბი ქალბატონები აქამდეც სტუმრობდენენ მოდის კვირეულებს მილანში პარიზსა და ნიუ იორკში თუმცა ეს პირველი შემთხვევაა როცა კვირეული ქვეყნის შიგნით მოეწყო. რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იქნებოდა საუდის არაბეთში მსგავსი ღონისძიების ჩატარება, მაგრამ მთავრობაში აცხადებენ რომ მათ სურთ საუდის არაბეთი უკეთესი, მისასალმებელი ადგილი გახადონ ბიზნესისა და დასვენებისთვის.საუდის არაბეთში გაიხსნება კინოთეატრიც პირველად 35 წლის განმავლობაში. კვირეულის ჩატარების ნებართვა საუდის არაბეთის პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა გასცა.

image


კვირეული აპრილში მოეწყო, აღსანიშნავია, რომ კვირეული მარტის ბოლოს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ვიზის პრობლემების გამო ორი კვირით გადაიდო. ჩვენება მოეწყო სასტუმრო RITZ CARLTON-ში ქალაქ ელ-რიადში, სასტუმროში ერთი ღამის გატარება 400$ ღირს რამაც დიდი დაინტერესების მიუხედავად აქტივობას ხელი შეუშალა. როგორც ლიბანელი დიზაინერი ნაჯა საადე ამბობს: "არაბ ქალებს აქვთ ექსტრავაგანტული გემოვნება, მათ მოსწონთ ევროპული ტანსაცმელი, და ბევრი ხელნაკეთი დეტალი ტანსაცმელზე, მათ არ სურთ ვინმეს ჰგავდნენ"

მოდის კვირეული ლიბანელმა დიზაინერმა ტონი ვარდმა გახსნა

აღსანიშნავია რომ ორგანიზატორების გარდა ფოტო არცერთ სტუმარს არ გადაუღია.imageimageimageimageimageimageimageimage

0
11
1-ს მოსწონს
ავტორი:ANNA B
ANNA B
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0