x
გიორგი ბაბუხადია: „ოჯახში ძალადობა და ფემიციდი ქვეყნის მთავარ და უმძიმეს პრობლემად იქცა“

ოჯახში ძალადობა და ფემიციდი უკვე ქვეყნის მთავარ და უმძიმეს პრობლემად იქცა. სახელმწიფო კი ამ პრობლემას სათანადოდ ვერ უმკლავდება. თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაზევე დაყრდნობით 2018 წლის პირელ სამ თვეში სამართალდამცველებმა ოჯახური დანაშაულის ბრალებით 855 პირი დააკავეს, ხოლო 1 402 პირის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოსცეს. თუმცა ეს ორდერები რომ ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ფარატინა ფურცელია და მსხვერპლებს ვერ იცავს მოძალადეებისან, ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ ვნახეთ. 25 წლის გოგოს სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ადრეც ნასამართლევია მეუღლეზე ძალადობისთვის. ის სასჯელსაც იხდიდა, თუმცა პრეზიდენტის შეწყალეის წყალოით ვადაზე არე დატოვა სასჯელაღსრულეის დაწესებულება. კიდევ უფრო დიდი უბედურება კი ისაა, რომ იგი ყოფილ მეუღლეზე ზეწოლას ციხიდან გამოსვლის შემდეგაც აგრძელებდა და მას ანგარიშსწორებით ემუქრებოდა. მკვლელობის დღეს დედა-შვილი პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა და მოძალადის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემა ითხოვეს, რაც დაკმაყოფილდა. თუმცა ორდერის გამოწერიდან რამდენიმე საათში ბრალდებულმა ყოფილი მეუღლის შვილი განსაკუთრებული სისასტიკით, მისი მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით მოკლა. მხოლოდ გასულ წელს კი ოჯახში ძალადობის შედეგად 22 ქალი მოკლეს. ფაქტია, ის ზომები, რასაც სახელმწიფო და ძალოვანი უწყებები დღეს ატარებენ არაეფექტურია და ამ მხრივ კიდევ ძალიან ბევრია სამუშაო. უპირველესად კი მოძალადეების მიმართ გაცილებით მკაცრი სასჯელის გამოყენებაა საჭირო. სრულად ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ფემიციდი და ოჯახში ძალადობა კიდევ უფრო მკაცრად ისჯებოდეს, ხოლო სახელმწიფომ და შსს-მ პრევენციის მიზნით კიდევ უფრო დიდი და ეფექტური ნაბიჯები უნდა გადადგან. სხვა შემთხვევაში ეს უკონტროლო სიტუაცია კიდევ უფრო ქაოტური გახდება.image

0
8
შეფასება არ არის
ავტორი:დუდე555
დუდე555
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0