x
მეტი
  • 20.08.2018
  • სტატია:79593
  • ვიდეო:332314
  • სურათი:436826
ვინ არიან ავტოავარიაში დაღუპული 17 წლის ბიჭები

image


ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა. დაბადების დღის აღნიშვნა ტრაგიკულად დასრულდა. ხარაგაულის რაიონში მომხდარ ავარიას ორი 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა. „ბე ემ ვეს“ მარკის ავტომობილი, რომელშიც ბიჭები ისხდნენ, ხრამში გადავარდა, რის შედეგადაც ორი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. მათი პოვნა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ გახდა შესაძლებელი.


გარდაცვლილები ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მეთერთმეტე კლასში სწავლობდნენ და ეკლესიის სტიქაროსნები იყვნენ და ასევე ერთად ცეკვავდნენ ადგილობრივ ანსამბლში - ალეკო ავალიშვილი და შოთიკო ჭიპაშვილი.


შემთხვევა წუხელ გვიან ღამით, დაბა ხარაგაულში ახალი საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.


ადგილობრივების ინფორმაციით, ავტომანქანა სავალი გზიდან 200 მეტრში იპოვეს. გარდაცვლილი მოზარდები მე-11 კლასის მოსწავლეები იყვნენ. ერთ-ერთ მათგანს 16 აპრილს დაბადების დღე ჰქონდა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

0
373
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
373
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0