x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134517
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
რუსეთი-საქართვლო
რუსეთი–საქართველო

ბოლო პერიოდში, საკმაოდ აქტუალური თემაა საქართველოსა და რუსეთის პოლიტიკური ურთიერთობის განხილვა, რაც არაა გასაკვირი, ვინაიდან დღითიდღე მატულობს დრაკონის აგრესია საქართველოს მიმართ. საკითხი მხლოდ ერთია, როგორ შევძლოთ, რომ დრაკონმა ცეცხლი ვეღარასოდეს გადმოაფრქვიოს?!


საზოგადოებაში ამაზე აზრთა სხვადასხვაობაა - ერთნი გამოსავალს მოლაპარაკებაში ხედავენ, მეორენი კი, დაპირისპირებასა და ომში…


ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებით, ეს პირველი(მოლაპარაკება) უნდა გამოვრიცხოთ, ვინაიდან ეს არ იქნება შედეგის მომტანი, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, თუ ამას მივაღწევთ, ეს იქნება მხოლოდ დროებითი და გარკვეული ილუზია მშვიდად ყოფნისა. თუ გადავხედავთ ისტორიას, ალბათ არაერთ ფაქტს აღმოვაჩენთ იმ შეთანხმებებისა( რუსეთთან) რომელიც, ბოლოს, ისევ მათივე მხრიდან დაირღვა...



ჯერ კიდევ როდის თქვა ჩერჩილმა, რომ რუსეთის ხელმოწერას ქაღალდზე ისეთივე ფასი აქვს, რაც თვით ამ ქაღალდსო და მგონი, სამწუხაროდ, დღეს ამას ჩვენც ნათლად ვხედავდ -ეს ნამდვილად ასეა...


დღეისათვის, ქართველი ერის(საქართველოს) მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ რეალურად არვიცით როგორი ურთიერთობა გვინდა გვქონდეს ამ (ოკუპანტ) სახელმწიფოსთან.


მგონი არღირს რამოდენიმე ათასი რუსი ტურისტისა თუ იქ გატანილი ბორჯომის ხარჯზე ჩვენივე მიწა-წყლის გაწირვა. ჯერ მხოლოდ 20% ია ჩვენი ტერიტორიების მათ მფლობელობაში და სამწუხაროდ, დიდი პოტენციალია იმისა, რომ ეს პროცენტული მაჩვენებეი მომავალში მკვეთრად გაიზარდოს.


რა არის გამოსავალი?!

გამოსავალი, ალბათ ისევ დასავლეთია!


ეს ბევრისთვის არასასურველი რეალობაა, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან, ეს, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ასეა. ჩვენ არ შეგვწევს ძალა იმისა, რომ ვიყოთ ნეიტრალური ქვეყანა (მაგ.შვეიცარია)... ძნელია ვებრძოლოთ მტრის 75000-იან ჯარს 35000 ჯარისკაცით, თუმცა თუ გავიხსენებთ წარსულს, დავინახავთ, რომ საქართველო და ქართველი ერი, უფლის შემწეობით, ყოველთვის პოულობდა გამოსავალს იმ ადამიანების ხარჯზე, რომლებსაც დღეს გმირებად მოვიხსენიებთ.


ახლა არჩევანი მხოლოდ ორი გვაქვს: დამოუკიდებლად დავიწყოთ ბრძოლა ერთიანობისა და მთლიანობისათვის, ან წავიდეთ დასავლეთისკენ, მათი მხრიდან ჩვენი ტერიტორიების სრული აღიარებით.


0
65
შეფასება არ არის
ავტორი:გაგი ჩოხელი
გაგი ჩოხელი
65