x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
მე-10 საუკუნის მსოფლიოში მომხდარი ომების სრული სია
რუსულ-ბიზანტიური ომი


907 წ. - რუსულ-ბიზანტიური ომი. კიევის რუსმა დაამარცხა ბიზანტიის იმპერია.


913 - 927 წწ. - ბიზანტიურ-ბულგარული ომი. ბულგარეთის იმპერიამ დაამარცხა ბიზანტიის იმპერია და სერბეთის სამთავრო.


ბიზანტიელი მძიმედ შეჯავშნული ცხენოსანი




913 წ. - კასპიური საომარი ექსპედიცია რუსეთში. ტაბარისტანმა, ხაზარებმა, კავკასიურმა ალბანეთმა, შირვანმა, ვოლგას ბულგარეთმა და ბურტებმა დაამარცხეს რუსების ხაგანატი.


კიევის რუსეთის არმია



914 - 980 წწ. - ვიკინგების მეორე შეჭრა ირლანდიაში. ირლანდიურმა სამეფოებმა დაამარცხა ვიკინგები და დუბლინის სამეფო.


ვიკინგების შეჭრა ირლანდიაში


924 წ. - სევანის ბრძოლა. არმენიის სამეფომ დაამარცხა საჯიდები.


სომეხი მეომრები



926 წ. - ხორვატიულ-ბულგარული ბრძოლა. ხორვატიის სამეფომ დაამარცხა ბულგარეთის იმპერია.


929 წ. - ლენზენის ბრძოლა. აღმოსავლეთ ფრანკიამ დაამარცხა ველეტი.


938 წ. - ბახ დანგის ბრძოლა. ტინჰ ჰაი ქუანის აჯანყებულებმა დაამარცხეს სამხრეთ ჰანი.


940 წ. - ტენგიო ნო რანი. იაპონიამ დაამარცხა ტაირა ნო მასაკადო.


941 წ. - რუსულ-ბიზანტიური ომი. ბიზანტიის იმპერიამ დაამარცხა კიევის რუსეთი.


ბიზანტიური კავალერია



943 წ. - კასპიური ლაშქრობა რუსეთში. კავკასიურმა ალბანეთმა დაამარცხა რუსების ხაგანატი.


რუსების ომი კასპიელებთან


955 წ. - ლეხფელდის ბრძოლა. (ნაწილი უნგრეთის ლაშქრობებისა ევროპაში). გერმანიის სამეფომ და ბოჰემიამ დაამარცხეს მაგიარები (უნგრელები).


965 - 968 ან 969 წწ. - ხაზარეთის განადგურება. რუსეთის ხაგანატმა გაანადგურა ხაზარები.


ხაზარი მეომარი



966 წ. - ვიკინგების მეორე რეიდი პორტუგალიაში. კორდობას ემირატებმა დაამარცხეს ვიკინგები.


ვიკინგი



967 ან 968 - 971 წწ. - სვიატოსლავის ლაშქრობა ბულგარეთში. ბიზანტიის იმპერიამ დაამარცხა კიევის რუსეთი, პეჩენიგები, მაგიარები და გულგარეთი.


პეჩენეგი



968 - 1018 წწ. - ბიზანტიის მიერ ბულგარეთის დალაშქვრა. ბიზანტიის იმპერიამ, კიევის რუსეთმა (968 - 969), უნგრეთის სამეფომ, დუკლიას სამთავრომ და ხორვატიის სამეფომ დაამარცხეს ბულგარეთის იმპერია, კიევის რუსეთი (970 - 971) და პეჩენეგები.


ბიზანტიური კატაფრაქტა



977 - 978 წწ. - სამი ჰენრის ომი. წმინდა რომის იმპერიამ დაამარცხა ჰენრი მეორე.


980 - 1012 წწ. - ვიკინგების მეორე ლაშქრობა ბრიტანეთის კუნძულებზე. ვიკინგებმა დაამარცხეს ანგლო-საქსები.


ვიკინგი მეომარი


981 წ. - ბახ დანგის ბრძოლა. ადრეულმა ლეს დინასტიამ დაამარცხა სონგის დინასტია.


987 - 989 წწ. - ბარდას ფოკა უმცროსის აჯანყება. ბიზანტიის იმპერიამ და კიევის რუსეთმა დაამარცხეს ფოკას კლანი, ტაო-კლარჯეთი, ბუიდის დინასტია და ბარდა სკლიაროსი.


ტაო-კლარჯელი მეომარი



993 წ. - პირველი კონფლიკტი გორიეო-ხიტანის ომში. ლიაოს დინასტიამ დაამარცხა გორიეო.


996 წ. - ნორმანდიის გლეხების აჯანყება. ნორმანდიის საჰერცოგომ ჩაახშო გლეხთა აჯანყება.


999 წ. - სვოლდერის ბრძოლა. დანიამ, შვედეთმა და ლეიდის გრაფებმა დაამარცხეს ნორვეგია.


შვედი მეომარი



999 - 1000 წწ. - ლეინსტერის აჯანყება ბრაიან ბორუს წინააღმდეგ. მითის სამეფომ და მუნსტერის სამეფომ დაამარცხეს ლეინსტერის და დუბლინის სამეფოები.


ბრაიან ბორუ






ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
223
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
223
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0