x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ორი XI-ე კლასელი დაბადების დღის აღნიშვნის შემდეგ ავარიას ემსხვერპლა
image


ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა. დაბადების დღის აღნიშვნა ტრაგიკულად დასრულდა. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით, დაბა ხარაგაულში ახალი საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. „ბე ემ ვესმარკის ავტომანქანა, რომელშიც 17 წლის ბიჭები იმყოფებოდნენ, ხრამში გადავარდა.

.

ადგილობრივების ინფორმაციით, ავტომანქანა სავალი გზიდან 200 მეტრში, რამდენიმესაათიანი ძებნის შედეგად იპოვეს. გარდაცვლილი მოზარდები მე-11 კლასის მოსწავლეები იყვნენ. ერთ-ერთ მათგანს 16 აპრილს დაბადების დღე ჰქონდა.



შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

0
272
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
272
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0