x
მეტი
  • 21.09.2018
  • სტატია:80770
  • ვიდეო:333089
  • სურათი:438166
მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი აღმოჩნდა ხუთი სხვადასხვა დაავადება

შვედეთის ლუნდის უნივერსიტეტის და ფინეთის ცენტრალური საავადმყოფოს მკვლევარებმა გამოიკვლიეს II ტიპის დიაბეტიანი 9 ათასი მოქალაქე. დაავადების რიგ მახასიათებლებზე და მის გართულებებზე დაკვირვების მერე, ექიმები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებული პაციენტები შეიძლება დაიყოს ხუთ ჯგუფად.

9000 პაცინტის კვლევისას მკვლევარებმა გაითვალისწინეს შემდეგი პარამეტრები:ასაკი, რომლის დროსაც დაუდგინდათ დიაგნოზი, სხეულის მასა(წონა, სიმაღლე), ინსულინის დამოკიდებულება, სისხლში ანტისხეულების კონკრეტული ფერმენტის მახასიეთებლები.

მკვლევარებმა დასკვნეს, რომ მეორე ტიპის დიაბეტი არა ერთი დაავადებაა, არამედ რამდენიმე და მათი მკურნალობა უნდა მოხდეს სხვადასხვა მეთოდებით.

დავადებულების ერთ ჯგუფში ინსულინის წინააღმდეგობა უფრო მაღალი იყო, ვიდრე მეორე ჯგუფის ავადმყოფებში, მათ ასევე ქონდათ დიაბეტური ნეფროპათია(თირკმლის ფუნქციის დარღევა), მეორე ჯგუფის პაცინტებს გამოუვლინდათ რეტინოპათია(თვალის ბადურის სტრუქტურის დარღევა)

შვედეთის და ფინეთის ექიმების კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის უკან იმალება ხუთი სხვადასხვა დაავადება, რომელთა მკურნალობა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად.

დღეისთვის მსოფლიოში მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტით 400 image
მილიონი ადამიანია დაავადებული.

0
40
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0