x
მეტი
  • 21.10.2018
  • სტატია:81840
  • ვიდეო:333850
  • სურათი:439067
"ეს რაფაელის საფლავია, სანამ ცოცხლობდა, დედაბუნებას ეშინოდა, დამამარცხებსო, ხოლო როს მოკვდა, შიშობს, არ მოვკვდეო მეც მასთან ერთად."-საინტერესო ცნობები რაფაელ სანტის შემოქმედებიდან

იმ დროს, როცა მიქელანჯელო და ლეონარდო ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, 1504 წელს ფლორენციაში პატარა ქალაქ ურბინოდან ახალგაზრდა მხატვარი ჩავიდა, ეს გახლდათ რაფაელ სანტი.


image


ლეონარდო და მიქელანჯელო, ერთი მასზე ოცდათერთმეტით, მეორე კი-რვა წლით უფროსი იყო, ხელოვნების ისეთ სტანდარტებს ამკვიდრებდნენ, რომლებიც მანამდე აზრად არავის მოსვლია. სხვა ახალგაზრდა მხატვრებს ამ ბუმბერაზების დიდება მხნეობას უკარგავდა, მაგრამ რაფაელს-არა. მას გადაწყვეტილი ჰქონდა ესწავლა, შესწევდა უნარი ემუშავა ძალიან ბევრი საკუთარ თავზე და შეძლო უფროს ოსტატებს დასწეოდა.


იესოს გარდამოხსნა:

image


რაფაელის უდიდესი ნაწარმოებები იმდენად ძალდაუტანებლად არის შესრულებული, რომ ბევრი ვერ წარმოიდგენს, რამდენად მძიმე და უშეღავათო შრომაა გაწეული მათთვის. მის მიერ შექმნილი წმიდა ქალწულის სახე მომავალმა თაობებმა ისე გაითავისეს, როგორც ღმერთის მიქელანჯელოსეული კონცეფცია. მსოფლიოში ცნობილია მისი "მადონები", რომლებსაც იმდენად სათუთი, ცხოველმყოფელი ენერგია აქვთ, რომ ნამდვილი გვგონია:


image


image


რაფაელის ნაწარმოებებს ერთი თვისება აქვთ, რომელიც მის თანამედროვეებსაც აღაფრთოვანებდა და მომდევნო თაობებსაც-მისი ფიგურების ჭეშმარიტი სილამაზე. "გალატეას" დასრულების შემდეგ მისთვის ერთ წარჩინებულს უკითხავს, ასეთ ლამაზ მოდელებს სად პოულობდა. მან უპასუხა, რომ რომელიმე კონკრეტული მოდელი კი არ გამოუსახავს, არამედ საკუთარ გონებაში ჩამოყალიბებულ "გარკვეულ იდეას" მისდევდა.


image


რაფაელი არქიტექტორიც გახდა, ეკლესიების, სასახლეების დამპროექტებელი და ძველი რომის ნანგრევების შემსწავლელი. ბუნებით გულღია, კეთილი, თავმდაბალი პიროვნება იყო. იგი კარდინალიც შეიძლებოდა გამხდარიყო, ოცდაჩვიდმეტი წლისა რომ არ გარდაცვლილიყო ისევე ახალგაზრდა, როგორც მოცარტი. გასაოცარია მხატვრულ მონაპოვართა ის სიუხვე, რომელსაც მან თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში მიაღწია.


image

image


"ეს რაფაელის საფლავია, სანამ ცოცხლობდა, დედაბუნებას ეშინოდა, დამამარცხებსო,

ხოლო როს მოკვდა, შიშობს, არ მოვკვდეო მეც მასთან ერთად."

წარწერა რაფაელ სანტის საფლავზე, რომის პანთეონში, კარდინალ ბემბოს, იმ დროისათვის ყველაზე ცნობილი სწავლულის მიერ შერსულებული.


image


0
181
3-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
181
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0