x
მეტი
  • 18.10.2018
  • სტატია:81730
  • ვიდეო:333789
  • სურათი:438913
ფილმები რომლებსაც უცხოელი მასწავლებლები მაღალ კლასებში აყურებინებენ

ყველა ჩვენგანს გვაქვს საყვარელი ფილმი რომელზეც ვფიქრობთ რომ ყველამ უნდა ნახოს რადგან უკეთ გაიგონ ადამიანური ფასეულობები და ცხოვრების არსი ამ სიაში კი წარმოგიდგენთ ფილმებს რომლებსაც ამერიკელი მასწავლებლები საჭიროდ თვლიან რომ თავიანთ სტუდენტებს ანახონ


ჭკვიანი უილ ჰანტინგი 1997image

გას ვან სენტის ფილმი მოგვითხრობს მათემატიკური ნიჭით დაჯილდოვებულ ყმაწვილზე უილ ჰანტინგზე, რომელიც საკუთარი თავის ძიებაშია და მუდმივად გაურბის თავის მეგობრებს. ფსიქიატრ შონ მაგუაირთან შეხვედრის შემდეგ, იგი თავისი თავის აღმოჩენას შესძლებს.

ფორესტ გამპი 1994
image

დაბალი ინტელექტის მქონე კაცმა ცხოვრებაში ბევრს მიაღწია, არაერთ მნიშვნელოვან მოვლენას დაესწრო და ყოველ ჯერზე, ყველას უმტკიცებდა, რომ გაცილებით მეტი შეუძლია ვიდრე მისგან ელიან და მაინც მიუხედავად ყველაფრისა რასაც ცხოვრებაში მიაღწია, მისი ერთადერთი, ნამდვილი სიყვარული ხელიდან უსხლტება. "ფორესტ გამპი" არის ამბავი ადამიანზე, რომელიც თავის პრობლემებზე მაღლა დადგა, და დაამტკიცა განსაზღვრება - სიმამაცე და სიყვარული უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე უნარი...

სასტუმრო რუანდა 2004image

რუანდაში, ხუტუსების ხალხი, ტუტსისების ხალხის წინააღმდეგ აჯანყდა. პრესტიჟული ოტელის მმართველი - პოლი, გენოციდს გვერდიდან უყურებს. მისი ცოლი ტუტსისებიდანაა. ტომი თავისი ოჯახისთვის ყველაფერს გააკეტებს, მაგრამ მას არ უნდა ჩაებას ამ სისხლიან მკვლელობებში.

ამერიკული ისტორია X 1998image

დერეკ ვაინიარდი თავდებით არის გამოშვებული 3 წლის პატიმრობის შემდეგ სადაც ორი ხულიგნის მკვლელობისთვის იჯდა, რომლებიც მისი სატვირთო მანქანის გატეხვას ცდილობდნენ. მისი ძმის, დენი ვაინიარდის მონაყოლიდან გამომდინარე ვიგებთ, რომ სანამ დერეკი ციხეში აღმოჩნდებოდა იგი "სკინჰედი" და მოძალადე თეთრკანიანი რასისტული ჯგუფის ლიდერი იყო და მისი ქმედებები დენიზე დიდ გავლენას ახდენდა. ციხიდან ახალგამოსული დერეკი მის ძველ ბანდასთან ყოველგვარ კავშირს გაწყვიტავს და შეეცდება მისი ძმაც დაიცვას მისი შეცდომებისაგან და ძალადობისაგან.

დარჩი ჩემთან 1986

image

12 წლის გორდი თავის საუკეთესო მეგობრებთან კრისთან, ტედისთან და ვერნთან ერთად, დაღუპული ბიჭის ცხედრის საძებნელად მიდიან, რომელიც თითქოსდა მატარებელმა გაიტანა. უფროსების აზრით ეს ლაშქრობა სულაც არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ბიჭების ცხოვრებაში ის გადამწყვეტ როლს თამაშობს.

თაგვებსა და ადამიანებზე 1992image

ჯონ სტეინბეკის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია. ფილმი ორ მეგობარზე მოგვითხრობს, რომელიც ამერიკაში დიდი დეპრესიის დროს ცდილობს სამუშაოს პოვნას.

მკვდარი პოეტების საზოგადოება 1989image

ფილმში მოთხრობილია ისტორია კოლეჯის მეგობრების შესახებ, რომლებიც მათი ინგლისური ლიტერატურის ლექტორს დაუახლოვდებიან. პროფესორი ქითინგი ბიჭებს საიდუმლო საზოგადოების შესახებ უყვება, რომლის წევრებიც საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს არღვევდნენ. ის ხელს უწყობს თავის მოსწავლეებს, იცხოვრონ თითოეული დღით და იპოვნონ თავიანთი გზა ცხოვრებაში.

შინდლერის სია 1993image

ფილმში აღწერილი მოვლენები ოსკარ შინდლერის თვალითაა დანახული. შინდლერმა თავის ქარხანაში მომუშავე ათასზე მეტი ებრაელის სიცოცხლე იხსნა ნაცისტებისგან.

რომეო+ჯულიეტა 1996

imageშექსპირის შეუდარებელი პიესა თანამედროვე თვალთახედვით. ვერონა უზარმაზარი მეგაპოლისი გახდა, მანტეფი და კაპულეტი მაფიოზურ დაჯგუფებებად გადაიქცნენ და ცეცხლსასროლი იარაღით უპირისპირდებიან ერთმანეთს ქალაქის ქუჩებში.მაგრამ რომეო და ჯულიეტა მოზარდებად დარჩნენ, შექსპირის სიტვები კი ქუჩის მებრძლებისგან გაისმის და ნარკომანებისგან. დრო იცვლება, ადამიანები იცვლებიან, ნამდვილი სიყვარული კი – მარადიულია...


თავისუფლების

მწერლები 2007 image

ახალგაზრდა მასწავლებელი მოსწავლეებს შთააგონებს ისწავლონ ტოლერანტულობა, იმუშაონ საკუთარ თავზე და სკოლის შემდეგ სწავლა განაგრძონ.

ედვარდ მაკრატელხელება 1990image

"ედვარდ მაკრატელხელება" ტიმ ბარტონის და ჯონი დეპის კლასიკური ნამუშევარია, სადაც პატარა ქალაქში, უცნაური, შეუმდგარი მეცნიერი ექსპერტი ჩადის. ამერიკის შუაგულის მაცხოვრებლების და მათი უცხო ადამიანების მიმართ შიშის შესახებ გადაღებული სატირა. ჯადოსნური ზღაპარი მარტოობაზე, სწავლაზე და სიყვარულზე.

ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა 1975

image

სულით ავადმყოფთა დაწესებულებაში, დაუმორჩილებელი პატრიკ მაკმერფი მის მეგობარ პაციენტებს, მთავარი მედდის- მილდრედ რეტჩიდის ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ააამხედრებს.

ნუ მოკლავ ჯაფარას 1962

image

ჭკვიანმა, რბილმა, წყნარმა და შესანიშნავი მანერების მქონე ალაბამელმა იურისტმა უნდა დაიცვას სასამართლოში შავკანიანი, რომელიც უდანაშაულოდაა დაჭერილი და ბრალს სდებენ ძალადობაში.ფილმი გადაღებულია ჰარპერ ლის ცნობილი რომანი მიხედვით. ფილმს მიღებული აქვს ოსკარი



0
55
1-ს მოსწონს
ავტორი:ერეკლე ცაგურიშვილი
ერეკლე ცაგურიშვილი
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0