x
მეტი
  • 21.10.2018
  • სტატია:81840
  • ვიდეო:333850
  • სურათი:439069
ანდრეს ინიესტამ შესაძლოა ბარსელონა დატოვოს

image

ეპანურ პრესაში რამდენიმე დღეა აქტიურად განიხილავენ ანდრეს ინიესტას ბარსელონადან წასვლის საკითხს. როგორც ესპანური გამოცემა AS იუწყება ინიესტა ერთ ერთ ჩინურ კლუბს შეუთანხმდა და ზაფხულში ბარსელონას დატოვებს, წყაროს ინფორმაციით ფეხბურთელს ოთხე მეტი ჩინური სუპერ ლიგის გუნდისგან ჰქონდა შემოთავაზება, რომელიც სამ წლიან კონტრაქტს ითვალისწინებს. მაგრამ ჯერ ცნობილი არაა რომელ გუნდს შეუთანხმდნენ ინიესტას წარმომადგენლები, სავარაუდოდ ეს კლუბი ტიანძინ ციუნძიანია. ფეხბურთელი ესპანეთის თასის ფინალის შემდეგ დატოვებს ბარსელონას.

Marca-ს ცნობით კი ინიესტას ჩინეთში გადასვლის მთავარი მიზეზი მისი ღვინის ბიზნესია, ფეხბურთელმა 2010 წელს დაიწყო ღვინის-Bodega Iniesta-ს გამოშვება, პრესის ინფორმაციით ფეხბურთელს სურს ჩინეთში წელიწადში დაახლოებით 2 მლნ ბოთლი ღვინო გაყიდოს.

image

image

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ბოლო საერთაშორისო ტურნირი იქნება და ამის შემდეგ ფეხბურთელი ჩინეთში გადავა, სადაც სეზონზე 30 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

რათქმაუნდა ეს ინფორმაცია დადასტურებული არაა, მაგრამ ეჭვებს ინიესტას ბოლოდროინდელი კომენტარები ამძაფრებს, ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონას რომასთან დამარცხების შემდეგ ფეხბურთელმა განაცხადა, რომ შესაძლოა ეს ჩემპიონთა ლიგაზე მისი უკანასკნელი მათჩი იყო ბარსელონაში.

გასულ შაბათს ვალენსიასთან გამარჯვების შემდეგ ფეხბურთელმა პრესკომფერენციაზე განაცხადა-"მე უკვე ვიცი რას ვაპირებ მომავალში""მე მადლობელი ვარ გულშემატკივრების, მაგრამ ეს არ შეცვლი ჩემს გადაწყვეტილებას"

მოგვიანებით კი გულშემატკივრებს ინსტაგრამის მეშვეობით მადლობა გადაუხადა.

ანდრეს ინიესტა ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ ბარსელონას ნახევარმცველია. მისი დებიუტი ბარსელონაში 2002 წელს მოხდა, image
ანდრეს ინიესტა ერთადერთი ფეხბურთელია რომელსაც ესპანეთის ყველა სტადიონზე ტაშ უკრავენ, მას შემდეგ რაც 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დამატებით დროში გამარჯვების გოლი გაიტანა. ინიესტა ითვლება მისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ და მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად მსოფლიოში.

image

ბარსელონას შემადგენლობაში მან მოიგო 8-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, 5-ჯერ ესპანეთის თასი, 7-ჯერ ესპანეთის სუპერ თასი, 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 3-ჯერ ევროპის სუპერ თასი და 3-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. გარდა ამისა 2011/12 წლებში გახდა უეფას ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელი, ვერცხლის ბურთის მფლობელი-2010წ. ბრინჯაოს ბურთი-2012წ. ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი 2012წ.

გარდა ამისა ნაკრებში მას მოგებული აქვს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი და ევროპის ჩემპიონატი 2008/12 წლებში.

2
14
1-ს მოსწონს
ავტორი:ANNA B
ANNA B
14
  
21 აპრილი, 20:49
SEV.GE - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! SEV.GE გვეწვიეთ ეხლავე
17 აპრილი, 12:44
ძალიან მწყდება გული,ვინ შეცვლის ინიესტას..ეჰ :(((
0 1 2