x
image
natia.a
Mediator image
სახიფათოა თუ არა ახალი კარტოფილი - ეს ბევრმა არ იცის!

image

გაზაფხულზე ახლად შემოსული პატარ-პატარა, მთელ-მთელად შემწვარი, კამით შეზავებული კარტოფილი ალბათ ყველასათვის საყვარელი საჭმელია. უფრო მეტიც, დარწმუნებული ვართ, რომ სწორედ ამგვარი ახალი ბოსტნეულისგან მივიღებთ ყველაზე მეტ ვიტამინებს.


მაგრამ სწორია თუ არა ჩვენი ამგვარი გატაცება ახალგაზრდა კარტოფილით და რამდენად უსაფრთხოა იგი ჯანმრთელობისთვის? ხომ არ ჯობია თავი შევიკავოთ აპრილში შემოსული პატარა კარტოფილების შეძენისგან და რატომ? ამ ყველაფერზე ქვემოთ ვისაუბრებთ.


image


რატომ არის საშიში ახალგაზრდა კარტოფილი?


აპრილის თვეში დახლებზე გამოჩენილი ახალგაზრდა კარტოფილი, როგორც წესი, სასწრაფო წესით მოჰყავთ, რისთვისაც სპეციალურ სასუქსა და ზრდის დამაჩქარებლებს იყენებენ. ეს არც არის გასაკვირი - მოგების გასაზრდელად, კარტოფილი რაც შეიძლება ადრე უნდა დაამწიფონ.


თუ ახალგაზრდა კარტოფილს დახურულ გრუნტში, არასაკმარისი მზის პირობებში ზრდიან, როგორც წესი, დიდი რაოდენობით აძლევენ არა მხოლოდ ორგანულ, არამედ ასევე არაორგანულ სასუქს, რათა პროდუქტი რაც შეიძლება მეტად გაიზარდოს. ამიტომ, ახალ კარტოფილში ნიტრატები გაცილებით მეტია, ვიდრე ძველში. ნიტრატები აზოტის ნაერთებია, რომლებიც საშიშია იმით, რომ ადამიანის ორგანიზმში გარდაიქმნებიან ონკოდაავადებების გამომწვევ ნივთიერებად.


image

ნიტრატების დიდმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს ძალიან ძლიერი მოწამვლა ღებინებითა და დიარეით, რაც განსაკუთღებით საშიშია ბავშვებისთვის.


ამას გარდა, მზისა და სითბოს უკმარისობის გამო ახალი კარტოფილი არც ისეთი სასარგებლოა, როგორც ითვლება. მასში არასაკმარისი ვიტამინებია. ამიტომ, არ ღირს ბავშვებისთვის მაინდამაინც ამგვარი კარტოფილის არჩევა.


ახალგაზრდა კარტოფილს ექიმები არც ორსულებსა და მეძუძურებს ურჩევენ.


მაგრამ თუ მაინც ვერ ითმენთ და ძალიან გსურთ ახალი კარტოფილის მირთმევა, არსებობს რამდენიმე ხერხი, რომლებიც დაგეხმარებათ უსაფრთხო გახადოთ ახალგაზრდა კარტოფილი.


როგორ გამოვდევნოთ ნიტრატები ახალი კარტოფილიდან


- პირველ რიგში, რა თქმა უნდა ძალიან კარგად უნდა გარეცხოთ კარტოფილი.


- უმჯობესია, თუ ახალგაზრდა კარტოფილს მუნდირში არ მოხარშავთ, რადგან ნიტრატების უმეტესობა სწორედ კანში გროვდება.


- შეინახეთ ახალი კარტოფილი სიცივეში, რადგან დაბალი ტემპერატურის პირობებში ნიტრატები არ "გარდაიქმნება" უფრო საშიშ მომწამვლელ ნივთიერებებად.


image


- თუ ახალგაზრდა კარტოფილს მომზადებამდე 30-40 წუთით წყალში გავაჩერებთ, მასში ნიტრატების რაოდენობა 20-25%-ით შემცირდება. თუმცა იმის საშიშროებაც არის, რომ წყალში დიდხანს გაჩერების შემთხვევაში კარტოფილი ძალიან გამგრდეს და აღარ მოიხარშოს.


- კარტოფილის ხარშვისას, ყველაზე მეტი რაოდენობით ნიტრატები გამოიყოფა წყალში 30-40 წუთის მანძილზე. ამასთან, თავად კარტოფილი ნიტრატებისგან იწმინდება 80%-ით. მაგრამ რაც უფრო დიდხანს ხარშავთ მას, ნიტრატებთან ერთად მით მეტად იკარგება სასარგებლო ნივთიერებები - ვიტამინები და მინერალური მარილები.


image


- ახალი კარტოფილისგან მომზადებული კერძი უნდა მიირთვათ მომზადებისთანავე, რადგან, ახალგაზრდა კარტოფილის დიდი ხნით ოთახის ტემპერატურაზე გაჩერება ხელს უწყობს მიკროფლორის გამრავლებას, რის შედეგადაც ნიტრატები გარდაიქმნება ნიტრიტებად. აღნიშნულ პროცესს კიდევ უფრო ააქტიურებს ტემპერატურის მრავალჯერადი ცვალებადობა - მაცივრიდან გამოღება-შედება.


სამაგიეროდ, ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივად დამწიფებული ახალგაზრდა კარტოფილი ძალიან სასარგებლოა როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისთვის!


ახალგაზრდა კარტოფილში ნაკლები სახამებელია, ვიდრე ძველში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი კალორიულობაც ნაკლებია. ასე რომ, მათ, ვინც დიეტაზე ყოფნას ამჯობინებს, ახალგაზრდა კარტოფილის მირთმევა შეუძლიათ, რაღა თქმა უნდა ზომიერების ფარგლებში.

ახალგაზრდა კარტოფილის საშუალო გლიკემიური ინდექსი არის დაახლოებით 57, მაშინ, როცა ძველში ეს მაჩვენებელი 86-ს აღწევს.



image

ძველ კარტოფილში არ არის ვიტამინი С, ახალგაზრდაში კი არის! ახალი კარტოფილის მიღებით თქვენ ეხმარებით საკუთარ იმუნიტეტს. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ შეწვისას აღნიშნული ვიტამინის რაოდენობა პროდუქტში საგრძნობლად მცირდება. მოხარშვისას, იმისათვის, რომ С ვიტამინი შენარჩუნდეს, უმჯობესია თუ კარტოფილს მდუღარე წყალში ჩაყრით.


ითვლება, რომ კალიუმის საუკეთესო წყარო ბანანია. ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ ფაქტია, რომ ახალ კარტოფილში ეს მინერალი უფრო მეტი რაოდენობითაა. ამის გამო აღნიშნული პროდუქტი შეუცვლელია გულით ავადმყოფებისთვის.

ახალგაზრდა კარტოფილი სასარგებლოა იმითაც, რომ შეიცავს ბოჭკოვანს, რაც აუცილებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩამოთვლილი სასარგებლო ნივთიერებების უმეტესი რაოდენობა კანშია თავმოყრილი. ამიტომ უმჯობესია, თუ ახალგაზრდა კარტოფილს მოხარშვის, გრილზე მომზადებისა თუ შეწვისას არ გავფცვნით.



image


ასე რომ, ცოტა მოგვიანებით, როცა ეკოლოგიურად სუფთა ახალგაზრდა კარტოფილი შემოვა, შეგიძლიათ გაბედულად მიირთვათ და თქვენს პატარებსაც გაუმასპინძლდეთ ამ პროდუქტით.


ასევე ხშირად ჩნდება შეკითხვა იმის შესახებ, საზიანოა თუ არა გაღვივებული, "ამოსული" კარტოფილის ჭამა. ამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. იცით რა განსხვავებაა ხახვის ამ ჯიშებს შორის? - ის, რაც ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს!image


2. რატომ ჩნდება შოკოლადზე თეთრი ნადები და სახიფათოა თუ არა იგი - ეს ბევრმა არ იცის!image


3. რისგან მზადდება მანანის ბურღული და რატომ არ არის ბევრისთვის რეკომენდირებულიimage


4. არასოდეს გადააგდოთ გაღვივებული ნიორი! - დაუჯერებელი თვისება, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის!image


5. რა მოგვივა თუ მზესუმზირას ყოველდღე შევჭამთ - ეს ბევრმა არ იცის!image


6. დააკვირდით არის თუ არა კვერცხში ასეთი თეთრი ხაზი - ეს ყველამ უნდა იცოდეს!image


7. საშიშია თუ არა მწვანე კარტოფილი ჯანმრთელობისთვის - ეს უნდა ვიცოდეთ!image

0
453
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
453
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0