x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
შვედური პრინცესას ტორტი
imageimage
პრინცესას ტორტი ტრადიციული შვედური ტორტია ჰაეროვანი ფენებით, ნაღებისა და ვანილის კრემით, ხილით და მარციპანით. ჩვეულებრივ ტორტს გუმბათისებრად მომრგვალებული თავი აქვს და დაფარულია მარციპანით.ამ ტორტის მრავალი ვერსია არსებობს, ამზადებენ მარწყვით, ჟოლოთი, ბანანით, შოკოლადით, ლიმონით და ა.შ. თავდაპირველად ნამცხვარს მწვანე ნამცხვარი ერქვა, სახელი მოგვიანებით გადაერქვა და დაერქვა პრინცესას ნამცხვარი, რადგან ეს ტორტი დედოფლების საყვარელი დესერტი იყო. ტორტის რეცეპტი პირველად 1948 წელს გამოაქვეყნა ჯენიფერ აკერსტიორმა რეცეპტების წიგნში, მანამდე ნამცხვარი მხოლოდ სამეფო კარზე მზადდებოდა.

ამ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ ტორტის რეცეპტი მარწყვის ჯემითა და მაყვლით.

შემადგენლობა:

ბისკვიტისთვის:


5 სუფრის კოვზი გამდნარი კარაქი

7 სუფრის კოვზი შაქარი

3 სუფრის კოვზი რძე

6 სუფრის კოვზი ფქვილი

1კოვზი გამაფხვიერებელი

3 კვერცხი


ვანილის კრემისთვის:

5 დიდი კვერცხს გული

150გ. შაქარი

3 კოვზი სიმინდის სახამებელი

500მლ.რძე

2ჩ.კ ვანილის პასტა

მწიკვი მარილი

კარაქი 100გ.


ნაღების კრემისთვის:

300გრ. ნაღები

6სუფრის კოვზი შაქრის პუდრი

ვანილი

მარციპანი:

500 გრ. ნუშის ფქვილი

300 გრ. შაქრის პუდრი

200გრ. შაქარი

1ჭიქა წყალი

თეთრი საკონდიტრო სღებავი 1-2 ჩ.კ

დამატებით დაგჭირდებათ:

მარწყვის ჯემი

მაყვალი

მომზადება:

ბისკვიტი:

ჯამში ჩავასხათ გამდნარი კარაქი დავუმატოთ 2 სუფრის კოვზი შაქარი, რძე და 1/4 ჩაის კოვზი მარილი, მოურიეთ და შედგით მიკროტალღურ ღუმელში 10-15 წამით, შემდეგ ნაწილ ნაწილ დაუმატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი, როდესაც მიიღებთ ერთგვაროვან მასას შეურიეთ კვერცხის გულები.

ცალკე ჯამში ათქვიფეთ 3 კვერცხის ცილა და ნელ ნელა შეურიეთ 5 სუფრის კოვზი შაქარი, როცა ბეზე მზად იქნება დაუმატეთ კვერცხის გულიანი ცომი და ურიეთ კოვზით მხოლოდ ერთი მიმართულებით, არ ათქვიფოთ მიქსერით. მასა გადაიტანეთ ცხიმწასმულ პერგამენტიან დაახლოებით22-25სმ დიამეტრის საცხობ ფორმაში, ჩადეთ წყლიან ჭურჭელში და გამოაცხვეთ 150 გრადუსზე 50-60 წუთით.

ვანილის კრემი:

გათეთრებამდე ათქვიფეთ კვერცხის გული და შაქარი, დაუმატეთ სიმინდის სახამებელი და მარილი. რძეში ჩაასხით ვანილის პასტა და მიიყვანეთ ადუღებამდე, დაუმატეთ კვერცხიან მასას და კარგად შეურიეთ, დადგით დაბალ ცეცხლზე, ხის კოვზით ურიეთ განუწყვეტლივ გასქელებამდე.1-2 წუთით ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. გადმოდგით და ათქვიფეთ მიქსერით დაახლოებით 100 გრამ კარაქთან ერთად. ვანილის კრემი მზადაა.

ნაღების კრემი:

ცივი ნაღები კარგად ათქვიფეთ შაქრის პუდრასთან და ვანილთან ერთად. თქვიფეთ გასქელებამდე. მზა კრემი გამოყენებამდე შეინახეთ მაცივარში.

მარციპანი:

შაქრის პუდრი და ნუშის ფქვილი კარგად ავურიოთ მიქსერით.

წყლითა და შაქრით მოვამზადოთ სიროფი, ცხელი სიროფი ჩავასხათ ნუშიან მასაში, თან განუწყვეტლივ ვურიოთ. შეგრილებული მასა ხელით უნდა გადაზილოთ და დაამატეთ თეთრი ფერის საღებავი, რომ თეთრი მარციპანი მივიღოთ.

ტორტის ბისკვიტი გავჭრათ ორ ნაწილად, პირველ ფენას გადავუსვათ მარწყვის ჯემი, ფენას ირგვლივ წავუსვათ ვანილის კრემი, შუაში დავალაგოთ მაყვალი და გადავუსვათ ვანილის კრემი,

image

დავადოთ მეორე ფენა და წავუსვათ ნაღების კრემი, ნაღების კრემის ფენა დაახლოებით 2-3 სმ უნდა იყოს, ეცადეთ თავი მოუმრგვალოთ ისე როგორც სურათზეა,

image

ტორტს ყველა მხრიდან წაუსვით ნაღების კრემი, გააბრტყელეთ მარციპანი 5 მმ სისქეზე და გადააკარით ტორტს. მზა ტორტს მოაყარეთ შაქრის პუდრი და მორთეთ მარწყვით ან მაყვლით.

მაყვლისა და მარწყვის ჯემის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ხილი და ჯემი.

5
95
შეფასება არ არის
ავტორი:ANNA B
ANNA B
95
  
2018, 18 აპრილი, 18:08
ააა მძიმეთი უკვე გასაგებია.ისე,თავიდანვე შეგეძლოთ მძიმის დასმა.
2018, 18 აპრილი, 10:38
შვედურად ამ ტორტს Prinsesstårta ანუ პრინცესა ტორტი ჰქვია, ინგლისურად Swedish Princess Cake-ად თარგმნიან. ტრადიციული შვედური ტორტია და ამიტომ მოიხსენიებენ როგორც შვედურ, პრინცესას ტორტს და არა უბრალოდ პრინცესა ტორტს.
2018, 18 აპრილი, 10:08
შვედური პრინცესა? და მერე მისი ტორტი?
2018, 17 აპრილი, 14:20
ტორტს ჰქვია ასე-Swedish Princess Cake
2018, 17 აპრილი, 13:07
ეს სათაური როგორ გავიგოთ?
0 1 5