x
image
რუსო ჩარექიშვილი
როდის დაიწყეს ქართველებმა წმინდა მიწაზე მოღვაწეობა?
პალესტინაში ასკეტთა მოღვაწეობა IV საუკუნიდან დაიწყო. პალესტინის ბერმონაზვნობის ისტორიის დასაწყისს უკავშირებენ ხარიტონისა და ილარიონ დიდის სახელს.image
ილარიონი ქალაქ ღაზის მიდამოებიდან იყო, სწავლობდა ღაზაში, შემდეგ ალექსანდრიაში. გაეცნო და დაემოწაფა ანტონ დიდს, რომლის გავლენითაც ეგვიპტეში გაჩაღდა, როგორც მამათა, ისე დედათა ასკეტური მოღვაწეობა. ანტონის გარდაცვალების შემდეგ ილარიონმა ისევ ეგვიპტეს მიაშურა და იქ ჰპოვა განსასვენებელი, მის მშობლიურ ქვეყანაში კი უფრო მეტი ძალით გაიშალა ასკეტური მოღვაწეობა. ბერმონაზონთა სადგომებით აივსო მთელი პალესტინა, აღმოცენდა რამდენიმე ლავრა: ხარიტონის, ექვთიმესი, თეოდოსისა, საბა განწმენდილისა და სხვა...image

დასახელენულთაგან უახლესია ხარიტონის ლავრა, სადაც ქართველები ძველთაგანვე მოღვაწეობდნენ.

ექვთიმე თავდაპირველად ხარიტონის მიერ დაარსებულ ერთ-ერთ ლავრაში მოღვაწეობდა, ხოლო შემდეგ სათავეში ჩაუდგა ახალ სავანეს იერუსალიმთან ახლოს .

თეოდოსიმ იერუსალიმთან ახლოს დააარსა ლავრა, რომელიც ადრევე იქცა პალესტინის ერთ-ერთ საყურადღებო სავანედ, სადაც მოღვაწეობდნენ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები. ამ საკითხზე საინტერესო ცნობები აქვს შემონახული თეოდოსი კვინობიარქის, რომლის მოწმობითაც თეოდოსის ლავრაში ერთი ეკლესია სპეციალურად ქართველებისთვის იყო განკუთვნილი, რაც ადასტურებს ქართველების მოღვაწეობას .


დაახლოებით 530 წელს დაწერილი თხზულების "თეოდოსის ცხოვრების" მოწმობით ქართველები იმ ხანად უკვე მოღვაწეობდნენ პალესტინის სავანეებში, თეოდოსის ლავრაში ჰქონდათ საკუთარი ეკლესია და მშობლიურ ენაზე მიჰყაბდათ ღვთისმსახურება.

0
52
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0