x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134481
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508533
„ბიბლუსი“ შენს სკოლაში“ - პროექტის ფარგლებში პირველი დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

image

წიგნის მაღაზიათა ქსელმა „ბიბლუსმა“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით მორიგი გრანდიოზული პროექტი დაიწყო, რომლის მთავარი სამიზნე ჯგუფი კითხვისა და ლიტერატურის მოყვარული სკოლის მოსწავლეები არიან. „ბიბლუსი შენს სკოლაში“ - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. პროექტის ფარგლებში, „ბიბლუსის“ წარმომადგენლები თავად მიდიან სკოლებში, სადაც იმართება პროექტის პრეზენტაცია, ლიტერატურული მინი ოლიმპიადა და ბავშვებს, რომლებიც საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ ექნებათ შესაძლებლობა „ბიბლუსის“ წიგნის კლუბის წევრები გახდნენ და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ღონისძიებაში, მათ შორის, პერიოდულად შეხვდნენ ქართველ მწერლებს, დაესწრონ წიგნის განხილვის საღამოებს, კინოჩვენებებსა და არაერთ საინტერესო აქტივობას. პროექტის ფარგლებში, ოლიმპიადაში საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეების დაჯილდოება უკვე გაიმართა კანდელაკის #7-ში მდებარე „ბიბლუსი გალერეაში“. დეტალებზე პროექტის მენეჯერს ანი ამირანაშვილს ვესაუბრეთ:

image

-პროექტი „ბიბლუსი შენს სკოლაში“ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სეგმენტს, სკოლის მოსწავლეებს მოიცავს. ის ემსახურება სკოლის მოსწავლეებში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და თავისუფალი აზროვნების განვითარებას. ჩვენი პროექტი ორი მნიშვნელოვანი ნაწილისგან შედგება: სკოლებში ვიზიტი პრეზენტაციებითა და ლიტერატურული მინიოლიმპიადით და წიგნის კლუბი, რომელშიც სწორედ ოლიმპიადაში საუკეთესო ქულების მქონე ბავშვები გაწევრიანდებიან. მათთვის „ბიბლუსი“ არაერთ საინტერესო აქტივობას დაგეგმვას და რაც მთავარია, ამ ბავშვებს თავად ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ მსგავსი აქტივობების მოფიქრებასა და ორგანიზებაში, რაშიც „ბიბლუსი“ სრულად დაეხმარება. 11 აპრილს, პირველ ლიტერატურულ ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები „ბიბლუსი გალერეაში“ დავაჯილდოვეთ, გადავეცით შესაბამისი სერტიფიკატი და ასევე, გამომცემლობა „პალიტრა L“-ის ერთ-ერთი წარმატებული პროექტის „ლიბერქიდსის“ სერიის ფარგლებში გამოცემული წიგნები. გარდა ამისა, მადლობის სიგელი გადავეცით სკოლებს ახალგაზრდებში წიგნის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. 11 აპრილს, დაჯილდოების ცერემონიაზე დაიწყო მოსწავლეების შერჩევაც „ბიბლუსის წიგნის კლუბისთვის“ და ძიებას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ. კლუბში არამხოლოდ წიგნის მოყვარული, არამედ აქტიური მოსწავლეები გაწევრიანდებიან, რაც ვფიქრობ, მათ მოტივაციასაც აამაღლებს მეტი წიგნი იკითხონ და მეტად ჩაერთონ თანატოლებში წიგნის პოპულარიზაციაში.

როგორც 151 –ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა რუსუდან მენაბდიშვილმა განაცხადა, „ბიბლუსი შენს სკოლაში“ ხელს უწყობს წიგნიერების პოპულარიზაციას. ბავშვებისთვის კი განსაკუთრებული სტიმულია.
- „ბიბლუსი შენს სკოლაში“ არაჩვეულებრივი წამოწყებაა, რასაც მივესალმებით. სკოლას ესტუმრნენ „ბიბლუსის“ წარმომადგენლები. ბავშვებისთვის სპეციალური ტესტირება ჩაატარეს, ისინიც აქტიურად ჩაერთვნენ ამ პროექტში. დღეს კი გაიმართა დაჯილდოვების ცერემონია. ბავშვებისთვის ეს არა მხოლოდ სასიხარულოა, არამედ დიდი სტიმულიც არის. მე როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მივესალმები მსგავსი ტიპის პროექტებს. მომავალშიც სიამოვნებით ჩავერთვებით და მონაწილეობასაც მივიღებთ.


თუ გურამ დოჩანაშვილს დავესესხებით, ეს ბავშვები ჯერ კიდევ „მისალოცები“ არიან. რაც უფრო მეტ წიგნს წაიკითხავენ, უკეთესი მათთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსს“ ასეთი არაჩვეულებრივი წამოწყებისთვის“, – განაცხადა მენაბდიშვილმა.

image

0
12
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0