x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
როგორ მოვაწყოთ მცირე ბიუჯეტით, მოსაწყენი სააბაზანო?
თუ ხვდებით, რომ თქვენი სააბაზანო საკმაოდ მოძველდა, თანამედროვე რემონტი, აბაზანა და ნიჟარის განახლება კი სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული, რომელიც მოცემულ ეტაპზე არ გაგაჩნიათ, შემოგთავაზებთ მარტივ ხრიკებს, რომლის საშუალებით, მცირე ბიუჯეტით, მოსაწყენ სააბაზანოს, თქვენი ოცნების ადგილად აქცევთ.



1. გამოიყენეთ, ძველი, უჯრებიანი კარადა. (კომოდი)


ალბათ, ბევრჯერ გსმენიათ, რომ არ ღირს სიჩქარე ძველი ავეჯის მოშორებისას, რადგან ისინი, შესაძლოა ისევ დაგჭირდეთ. უჯრებიანი პატარა კარადა, რომელსაც თქვენს საძინებელში აღარ აქვს ადგილი, სააბაზანოში გამოგადგებათ. ხელსაბანი ნიჟარის ქვეშ მისი განთავსება, იდეალური ვარიანტია.


imageimageimage






2. ნათელი ფონი.


სააბაზანოს განახლებაში იდეალური გადაწყვეტაა ნათელი ფონი. ამის შესანიშნავი ალტერნატივა კი ფერადი ფილები ან კედლის ქაღალდის გაკვრაა. თქვენი ფანტაზიის წყალობით, ამ მცირე დეტალით, ადვილად შეუცვლით ძველ სივრცეს, გარეგნობას.


imageimageimage





3. ორიგინალური სარკე.


მშრალ ხიდზე შეძენილმა, ძველმა, იშვიათმა ან ანტიკვარულმა სარკემ, შეიძლება მკვეთრად შეცვალოს სააბაზანო და თქვენი განწყობა.


imageimageimage






4. დეკორატიული, ხის კედელი.


ლამინატის, პარკეტის, ფიცრების და ხის სხვა მასალის ნარჩენებმა, რომელსაც უსარგებლოდ ინახავთ სხვენსა და სარდაფში, შეიძლება მკვეთრად შეცვალოს თქვენი აბაზანის დიზაინი. დეკორატიული ხის კედელი, ნამდვილად დახვეწილი და განსხვავებული გადაწყვეტაა.


imageimageimageimage






5. მოვლის საშუალებების შესანახი თაროები.


მოსაწყენი ყუთებისგან, სააბაზანოში, შეძლებთ, შექმნათ მოვლის საშუალებების შესანახი, იდეალური და კრეატიული თაროები, რომელიც როგორც გაალამაზეს ინტერიერს, ასევე გახდის პრაქტიკულს თქვენს ყოველდღიურობას.


imageimageimageimage






იხილეთ აგრეთვე:




როგორ დავუბრუნოთ ახალი სიცოცხლე ძველ ავეჯს- შესანიშნავი იდეაimage





სახლის დიზაინის ვარიანტები, რომლებიც მოძველებულია და დროა, შეცვალოთimage





ინტერიერის 10 ჭკვიანური გადაწყვეტა, რომელსაც ყოველდღე დასუფთავება აღარ დაჭირდებაimage





15 ხრიკი სახლის ინტერიერის სრულყოფილებისთვისimage





როგორ დავზოგოთ სამზარეულოს სივრცე? ყველაზე პრაქტიკული და მოსახერხებელი გზებიimage




0
138
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0