x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
გიორგი ბაბუხადია: „რუსთავი 2“-ის საქმე ნათელი დასტურია იმისა, რომ საქართველოში მედიაგარემო მძიმე მდგომარეობაშია

„Freedom House“-ის ანგარიშით საბოლოოდ დადასტურდა ის, რაზეც აგერ უკვე სამი წელია ვსაუბრობთ. საქართველოში მედიაგარემო კვლავ მძიმე მდგომარეობაშია და ნაცვლად გაჯანსაღებისა, პირიქით, კიდევ უფრო უარესდება და აშკარა რეგრესს განიცდის. ამაზე მოწმობს არა ერთი ფაქტი, განსაკუთრებით კი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ წარმოებული საქმე, სადაც სამივე ინსტანციის სასამართლომ ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო. Freedom House საქართველოს მთავარ გამომწვევებად სწორედ მედიის თავისუფლებას და სასამართლო სისტემას ასახელებს. სასამართლო სისტემის უარყოფით და მავნე მხარეებზე, ისევე როგორც მედიაგარემოზე ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ და ბევრი მაგალითი მოვიყვანოთ, მაგრამ რ2-ის საქმე ამ უკანასკნელებს ერთად აერთიანებს. ყველა ძალიან კარგად ვხედავდით თუ რა ვითარებაში მიმდინარეობდა სასამართლო პროცესები და რა იყო მისი ერთადერთი მიზანი. საქართველოში არსებული ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია, პოლიტიკოსი თუ სამოქალაქო აქტივისტი, ასევე სხვა მედიასაშუალებები (რამდენიმეს გამოკლებით) მაშინ ერთხმად საუბრობდნენ, რომ ხელისუფლება დამოუკიდებელ და კრიტიკულ, მძლავრ ტელეკომპანიას ებრძოდა და მისი გაჩუმება სურდა. დღეს კი მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული, დემოკრატიის სტანდარტების დამდგენი ორგანიზაცია საუბრობს ამ საქმეზე და მას დემოკრატიის პროგრესის შეფერხების მაგალითს უწოდებს. გარდა ამისა, ამავე ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ნეით შენკანმა განაცხადა, რომ რუსთავი 2-ის საქმე მედიის თავისუფლების ვარდნის ნაწილი იყო. აქედან გამომდინარე ეჭვი აღარავის უნდა ეპარებოდეს, რომ საქართველოში მედიაგარემო საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და ამ მხრივ, ისევე როგორც ბევრი სხვა მხრივ, მდგომარეობა უარესდება. ეს კი ძალიან მძიმედ აისახება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე. ხელისუფლებას სურს გააკონტროლოს ყველა მისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალება, ვინც ამხელს და აკრიტიკებს მას, ხოლო ასეთი მთავარი ტელეკომპანია რუსთავი 2-ია. რუსთავი 2-ის საქმე ნათელი დასტურია იმისა, რომ საქართველოში მედიაგარემო მძიმე მდგომარეობაშია. ამაზე მოწმობს Freedom House-ის ანგარიშიც. image

1
40
2-ს მოსწონს
ავტორი:დუდე555
დუდე555
40
  
რანაირად გაუარესდა??

1– მიშას დროს მთავრობის პიარზე 4 მსხვილი არხი მუშაობდა. სოფლებშიც კი საპიარო მასალების გასაშუქებლად გუბერნატორებს და გამგებლებს 4 მიკროფონი დასდევდა... ახლა არცერთი არ აშექებს... არცეღტი არხი არ აკეთებს პიარს

2– მიშას დროს არცერთი ოპოზიციური არხი არ იყო, რომელიც ღიად მაწყებლობდა და უფასოდ ფარავდა თბილისის იქით.... ახლა ყველა არხი საკაბელოებშიც ზის, სატელიტზეც და უფასო სიგნალზეც

3– ახლა მსხვილი რეიტინგის მქონე არხი აშუქებს ოპოზიციურ აქტივობებს და კრიტიკულ ამბებს. მას მთელი საქართველო უყურებს. მიშას დროს ასე არ იყო... ანუ, ამჟამად ოპოზიციურ არხებს თავისუფალი და მასიური გავრცელება აქვთ რაც მანამდე არ იყო

4-– ფრიდომ ჰაუსი ჩუმად იყო, როცა „იბერია“ დაარბიეს, ასევე ობიექტივი აახიეს, დამფუძნებელს სცემეს და დააყრუეს... როცა 202 დახურეს, როცა გიგი უგულავა პატარკაციშვილის სახლში დაძვრებოდა მოსალაპარაკებლად. რა უნდოდა ქალაქის მერს ბადრის სახლში ღამღამობით?

კიდევ ბევრი რამ გაუმჯობესდა... ფაქტები ამას ადასტურებს...

ყველაზე მთავარი ის არის, რომ ყველაზე ადვილად შეიძლება დღეს მოიპოვო სატელევიზიო ლიცენზია და ასევე ძალიან ადვილად, უპრობლემოდ გაავრცელო სიგნალი მთელს ქვეყანაზე და სოფლებზე....

მანამდე იკრძალებოდა ახალი ლიცენზიების გაცემა. თუ მოიპოვებდი მხოლოდ თბილისს დაფარავდი, რეგიონებს ვერა, მხოლოდ საკაბელოში ჩაერთვებოდი და იქიდანაც გაგთიშავდნენ... რეგიონული რადიოებიც კი ვერ იღებდნენ ლიცენზიას. კახეთში ზოგიერთი არხი 6-7 წელი ითხოვდა ლიცენზიებს და მაინც არ აძლევდნენ. სხვები ვერ არეგისტრირებდნენ, როცა ტვ ალანია და რეალტივი 2 დღეში შექმნეს... რაც თვითონ აწყობდათ ხსნიდნენ, სხვა ვერ აფუძნებდა მაუწყებელს
0 1 1