x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ელისო ჯანაშია:*შვილებს მამინაცვალი როგორ მიუყვანა *მანიაკს რამ გააყოლა *რომ არ ურიგდებოდა, გამწარდა...

image

TSpress.ge-ს დამფუძნებელი და რედაქტორი ელისო ჯანაშია სოციალურ ქსელში თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას ეხმაურება და შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს :


*შვილებს მამინაცვალი როგორ მიუყვანა
*მანიაკს რამ გააყოლა
*რომ არ ურიგდებოდა, გამწარდა...
*შერიგებოდა, იქნებ კაცს როგორ უყვარდა და იტანჯებოდა...


ამის მთქმელები არ გეგონოთ სადმე შორს ცხოვრობენ, ჩვენს ირგვლივ არიან, თავი მოწონთ საკუთარი მორალისტობით, მაღალზნეობრიობითა და დაყენებული იმიჯებით ეს ადამიანები დადიან ეკლესიებში, უკეთიათ ნაკურთხი ჯვრები, მანქანები და სახლებიც ნაკურთხი აქვთ, იცავენ მარხვებს, იწერენ პირჯვარს, ხელზე კოცნიან თავიანთ მამაოებს, ბარბარობაზე ლობიანებს აცხობენ, ხარებაზე თევზით ხსნილობენ, შობის დღეს გურულ ღვეზელებსაც აცხობენ, ცუდ სიტყვებსაც კი არ ხმარობენ გარეთ...

image

ეს ადამიანები ყველაზე კარგად თამაშობენ უმწიკვლოებასა და სათნოებს. ადვილად კიცხავენ სხვა ადამიანებს, იოტისოდენას არ პატიობენ. ამ ადამიანებს ღირებულებები არ აქვთ, არც სქესი, არც სინდისი, არც სიყვარული, არც პატივისცემა, არც სიბრალული, არც რაიმე გრძნობა, თანაგრძნობა, განცდა ადამიანური. ეს ადამიანები ყველაზე საშიშები არიან.

ეს ადამიანები, როცა ყველაზე მეტად გიჭირს ცხოვრებაში მაშინ ჩნდებიან და გსრესენ, გესლს განთხევენ, გამარჯვებული იერით დაგყურებენ ზემოდან, ყველაფერში შენ გადანაშაულებენ, მოსამართლეებიც არიან და პროკურორებიც... ღმერთობასაც კი ითავსებენ შიგადაშიგ!

ეს ადამიანები ზრდიან მერე მისნაირებს, რომლებიც მანიაკებად ყალიბდებიან და შეუძლიათ ადამიანს შვილი მოუკლან პატარა შვილების თვალწინ...


მერე ასეთივე ადამიანებს, შეუძლიათ ასეთ მანიაკი გაამართლონ რაღაც წარმოუდგენელი მიზეზებით.


"ქვებო, ქვებო, იყავით ადამიანურები! ჩვენ ამისათვის არასაკმარისად გულქვანი ვართო! - ერთ-ერთი სკანდინავიური საგიდან მახსოვს ეს ფრაზა

ქვებზე უფრო გულქვა ადამიანები ყველაზე მეტად მეზიზღებიან და მაშინებენ, რადგან ისინი ჩვენს ირგვლივ ცხოვრობენ და არ ვიცით, როდის საიდამოდის ხოლმე საფრთხე და არც ის ვიცით, როგორ დავაღწიოთ თავი მათ!"

5
713
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
713
  
2018, 20 აპრილი, 19:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 16 აპრილი, 19:10
ყოჩაღ ელისო. ძალიან კარგი ანალიზია. აუცილებლად უნდა შეიცვალოს ჩვენი საზოგადოება. გაიხრწნა უკვე მთლიანად და გამოსწორება ვისაც გვინდა იმათ ვერავინ გაგვაჩერებს. ბოლომდე არ დავუშვებთ ამ საზოგადოებას გახრწნას. დიახ ვამხელთ, სარკეში ჩავახედებთ ყველას.
2018, 15 აპრილი, 21:16
კი წავიკითხე ეგ სისულელეები მეც. ბრალი თუ ნამდვილად ვინმეს მიუძღვის, ეს ჩვენს სახელმწიფოს, როგორ შეიძლებოდა ამ კაცის გარეთ გამოშვება ორ წელიწადში?
2018, 15 აპრილი, 19:58
მთელი ეს მორალისტური და ზიზღით სავსე ეპისტოლე ერთი ერთშია იმ ანტირელიგურ წერილებთან კომუნისტურ გამოცემებში რომ აქვეყნებდნენ უღმერთო აქტივისტები. უამრავ მორწმუნეს ვიცნობ და მსგავსი აზრები ჯერ არავისგან მსმენია,ან ამის გარშემო ტრიალებს ეგეთი ხალხი და, ან საკუთარ ავადმყოფურ გონებაში იბადება და მერე სხვებს მიაწერს. პ.ს. სკანდინავიური საგების კითხვას სახარება წაგეკითხა გერჩია,იქნებ მერე მაინც უფრო ლმობიერი აზრები მოგსვლოდა და არა ასეთი ზიზღითა და სიძულვილით გაჟღენთილი. პ.პ.ს.ბოლო-ბოლო სხვას მაინც აღარ დააბრალებდი შენ საკუთარ აზრებს.
2018, 15 აპრილი, 19:35
ბოდიშით და, ამ ქალს რაღაც-რაღაცები ხომ არ აწუხებს, სად ერეკლე და სად... ვახ, ბიჯოო, ყველაფერს ფარისეველი ეკლესიურობით როგორ ამართლებენ, იმ ფარისევლებზე მეტს არ სცოდავ, ახლა, რომ განიკითხავ იმ ყველა უბადრუკს? თავი ანგელოზი მორალისტი ჰგონია ამ უწიგნურს?! ყველამ რომ თავის ურწმუნო, მორწმუნე თუ სატანისტ მამიდას მიხედოთ, არა?!!!
0 1 5