x
მეტი
  • 22.04.2018
  • სტატია:76292
  • ვიდეო:328953
  • სურათი:432490
" სჯობს იყო მოხუცი, ვიდრე მკვდარი.." - 83 წლის ბრიჯიტ ბარდო

image

ყველას ერთხელ მაინც გვსმენია ფრაზა: " შენც ახლა ბრიჯიტ ბარდო არ მყავდე?! " - ამ ფრაზას ნაცნობების მიმართ ვიყენებთ ხუმრობით, მაგრამ ხომ გაგიგონიათ: ისეთ ხუმრობას რა ვუთხარი, ნახევარი სიმართლე რომ არ იყოსო.. ჰოდა, ეს ფრაზაც ხშირად სხვის დასაკნინებლად და ამავე დროს ერთი ფრანგი ქალის შეუდარებლობის ხაზგასასმელად იყო ხოლმე გამოყენებული.

ალბათ ყველას გაინტერესებთ, თუ როგორ გამოიყურება დღეს, 83 წლის ასაკში პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ვნებიანი ქალი:

image


დღეს ბრიჯიტ ბარდო ასე გამოიყურება..

image 83 წლის კინოლეგენდას არასოდეს მიუმართავს პლასტიკური ქირურგიისთვის, არც ახალგაზრდობაში და არც მაშინ, როცა მის სახეზე ნაოჭებმა იწყეს გამრავლება.


როგორც ყველა ზღაპარი, მსოფლიო კინოვარსკვლავის შელამაზებული ბიოგრაფია, ბრიჯიტ ბარდოს ამბავიც იწყება იმით, რომ სკოლის ასაკში ძალიან შეუხედავი იყო, წინ წამოწეული ორი კბილით, გაფშეკილი თმით გოგონა წინა მერხსზე თანაკლასელების ყურადღებას საერთოდ არ იმსახურებდა, ოჯახის წევრებიც მზეთუნახავ დას ევლებოდნენ თავზე, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე "კინოვარსკლვავების ნახევრადზღაპრულ ბიოგრაფიებში" ბრიჯიტი დაიხვეწა, საოცრად შეიცვალა, როგორც გარეგულად ისე შინაგანად და ვნებიან ქალად იქცა. ჩვენ ვერასდროს გავიგებთ მართლა ასე დაიწყო თუ არა ლეგენდა, სახელად ბიჯიტ ბარდო, თუ კარგი ბიოგრაფების ჩამოყალიბებულ-შედგენილია, მაგრამ რაც ზუსტად შეგვიძლიათ ვთქვათ, ეს ის საინტერესო ფაქტებია, რომლებიც მრავლადაა ბრიჯიდ ბარდოს შესახებ:

50-იან წლების დასასრულს, მსოფლიო გამოფენაზე ვატიკანის პავილიონში ბრიჯიტ ბადოს ფოტო ეკიდა ცოდვის არსის საილუსტრაციოდ. ის არ უშინდებოდა სიშიშვლეს ნებისმიერი ფილმისთვის თუ ჟურნალისთვის, არ ადარდებდა რას ამბობდნენ მის შესახებ სხვადასხვა გავლენიანი ადამიანები, როგორც ამბობენ ბარდო ცხოვრებაშიც ისეთივე თავქარიანი, ჯიუტი და ახირებული იყო, როგორც ეკრანზე, მაგრამ ამავე დროს ჰქონდა ისეთი სხივი თვალებში, რომლითაც ყველასგან გამოარჩევდი:

image

მის რამდენიმე "ფრთიან ფრაზას" შორის ერთ-ერთი მსოფლიოს მასშტაბით პოპულარულია:

" არ არსებობს იმაზე ძნელი სამუშაო, როცა ცდილობ, ლამაზად გამოიყურებოდე დილის რვა საათიდან შუაღამემდე.."

ბევრი ირონიით უყურებს ფრაზას და ამბობენ, რომ ბრიჯიტ ბარდოს არასოდეს უდარდია იმაზე ღრმა და მრავალშრიანი როლი შეექმნა და სწორედ ეს იყო მისი სადარდებელი, თუმცა მან სწორედ ასე წარმოაჩინა საკუთარი თავი, ყოველთვის ესწრებოდა მსოფლიოს ნომერ პირველ ფესტივალებს, იღებდა ფოტოებს, ხვდებოდა სხვა კინოვარსკვლავებს, თუმცა საინტერესოა თავად ფაქტი, რომ მას არასოდეს მიუღია პრესტიჟული კინოპრემიები, მაგრამ ამის მიუხედავად მსოფლიო კინოს მეგა ვარსკვლავებს შორის ერთ-ერთი პირველი იყო.


ბრიჯიტ ბარდო და ჟანა მორი ფილმიდან " ვივა მარია" 1965 წელი

image

საინტერესოა ისიც, რომ ბიჯიტ ბარდოს თამამ იმიჯს, რომელსაც ის სხვადასხვა ფილმებშიო ირგებდა, ემატებოდა მისი თამამი გამონათქვამები, როდესაც ჟურნალისტები ეკითხებოდნენ, რომელი იყო მისი საყვარელი ჩაცმულობა, ბარდო უმალ პასუხდა: შიშველი..

image

ამერიკას თუ ჰყავდა სექს-სიმბოლო სახელად - მერილინ მონრო, ევროპელებისთვის ამ სტატუსის მატარებელი ფრანგი ბრიჯიტ ბარდო გახდა. ბევრისთვის ისინი მხოლოდ ქერა, სწორი და შეადრებით ხვეული თმებით განსხვავებიან, მაგრამ თუ დავუკვირდებით ამ ორ მსახიობს შორის სხვაობა ბევრი იყო, თუმცა ფაქტი ერთია, მსოფლიო კინოს უნდა ჰყოლოდა ორი ასეთი პერსონა, ერთი ჰოლივუდის საოცნებო ბულვარზე აღმოცენებული, ხოლო მეორე საფრანგეთის ლაჟვარდოვანი სანაპიროდან..

image

image
მერილინ მონრო ტრაგიკულად გარდაიცვალა და ამით დასრულდა მისი ცხოვრებაც და კარიერაც, ბიჯიტ ბარდომ კი, როგორც სჩვეოდა ხოლმე, კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით სკანდალური გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ, როცა კარიერის მწვერვალზე იყო მიიღო გადაწყვეტილება - წასულიყო კინოდან.

გადაწყვეტილებას ის იმით ხსნიდა, რომ არ უსრდა ეკრანზე უინტერესო როლებით დაბერება

image


შეიძლება ამაზე მას არც უფიქრია, მაგრამ ის ერთგვარ სიმბოლოდ, კერპად
Icon-ად იქცა სტილისა და ჩაცმულობის, მისი ვარცხნილობა, მაკიაჟის სტილი მილიონობით ადამიანისთვის იქცა მისაბაძი, სწორედ ამ დროს წავიდა ბარდო კინოდან, დაარსა ცხოველების დამცველი ორგანიზაცია და დაიწყო აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით. კერძო სახლი, სადაც კინოვარსკვლავი ამრტო ცხოვრობს სავსეა სხვადასხვა ცხოველებით, ყოველ საღამო დამხმარეებთან ერთად მათ ბარდო თავად უვლით. უარს აცხადებდა ინტერვიუებსა და სხვადასხვა შოუებში გამოჩენაზე, მაგრამ პაპპარაცები მაინც მოიპოვებდნენ ხოლმე ბარდოს ახალ-ახალ ფოტოებს და გორდებოდა ახალი ჭორი, თურმე როგორ შეცვლილა ბრიჯიტ ბარდო, როდესაც კვლავ ხდებოდა განხილვის საგანი, ბარდო თანხმდებოდა, რომელიმე ფრანგულ ჟურნალს ინტერვიუზე და კვლავ სკანდალურ განცხადებებს აკეთებდა:

" მე იმდენად მადლიერი ვარ ჩემს მიერ განვლილი წლებისა, რომ მზად ვარ საკუთარ თავს მუხლებზე დავუდგე." - ბრიჯიტ ბარდო

image

მსახიობი ასევე აღნიშნავს: " მე მგონია, რომ როცა მამაკაცები თაყვანს მცემდნენ და პოპულარული ვიყავი, ეს თაყვანისცემა მე კი არ მეკუთვნოდა, ეს იყო ჩემი გარეგნობის გამო და კიდევ იმიტომ, რომ მე მერქვა ბრიჯიტ ბარდო, თორემ ჩემი პიროვნება არამგონია ოდესმე, ვინმეს ჰყვარებოდა.."

imageimage

83 წლის კინოლეგენდა თითქოს ყველამ დაივიწყა, მაგრამ აბეზარი პაპპარაცები არ ანებებენ თავს, უსაფრდებიან მის სახლს და აფიქსირებენ ეზოში მოსეირნე ბარდოს.

image

ახალ ფოტოებში მის თვალებში საოცარი სევდა ირეკლება, თუმცა, როდესაც მის გარეგნულ ცვლილებაზე ქილიკი იწყება ბარდო ძველებური შემართებით პასუხობს ჟურნალისტებს:


" სჯობს იყო მოხუცი, ვიდრე მკვდარი.."

imageimage







2
451
4-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
451
  
17 აპრილი, 14:31
ნამდვილად ასეა, გეთანხმებით
16 აპრილი, 1:04
ბრიჯიტ ბარდო ალენ დელონთან და ბიტლზთან ერთად 60-70-იანი წლების მსოფლიო სიმბოლოები არიან.
0 1 2