x
მეტი
  • 16.08.2018
  • სტატია:79501
  • ვიდეო:332269
  • სურათი:436732
გვარების ისტორია - გაიგე რას ნიშნავს და საიდან მომდინარეობს შენი გვარი! (ნაწილი პირველი)

სახელების ისტორიის სამივე ნაწილს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.ბუნებრივია, ყველას სურს იცოდეს საიდან წარმოიშვა მისი სახელი.

თუმცა, გვარიც არანაკლებ საინტერესოა!

დღეს მე წარმოგიდგენთ ქართული გვარების ისტორიას - გაიგე რას ნიშნავს და საიდან მომდინარეობს შენი გვარი! (ნაწილი პირველი)

მაშ ასე, დავიწყეთ!image1.მაისურაძე - მეცნიერთა ნაწილის ვარაუდით, მაისურაძეთა ფუძე იყო სამხრეთ საქართველო. სიტყვა “მაისური” არაბულად წყლის მძებნელ ადამიანს ჰქვია.

2.მახარაშვილი - ამ გვარის ძირია “მახარა”, “მახარე”, რაც დიდ სიხარულსა და აღტაცებას გამოხატავს.

3.მელაშვილი – მომდინარეობს საკუთარი სახელიდან – მელა, მგელი. გავრცელებულია კვაცხუთში.

4.მერაბიშვილი - დაკავშირებულია საკუთარ სახელთან მერაბი. მერაბ სპარსულად “მზესავით ელვარეს” ნიშნავს.გავრცელებულია ადიგენის რაიონში (უდე), კასპის რიონში (კავთისხევი) და სხვ.

5.ნოზაძე - ნოზაძეთა განშტოების გვარად ითვლება ალელიშვილი და ცაცუნაშვილი.გავრცელებულია ხაშურში, საჩხერესა და თბილისში.

6.სადუნიშვილი - “სადუნი” ნიშნავს სხვა ენის მცოდნე ადამიანს..გავრცელებულია საჩხერის რაიონში.

7.ჩოლოყაშვილი – წარჩინებული საგვარეულოთაგანი ძველ საქართველოში. კახეთის ფეოდალთა შტო; გავრცელებულია თელავისა და ახმეტის რაიონებში.

8.ჩოხელი – გვარადქცეული სადაურობის სიტყვაა. ჩოხი სოფელია მთიულეთში. ქალის მითხოვებაზე ჩოხელთა გვარს უარს ვერ ეუბნებოდნენ. ამას რელიგიური წარმოდგენა ედო საფუძვლად.

9.ხუციშვილი – გვარის ძირია ქართული სიტყვა ხუცი.გავრცელებულია გორში, ასპინძის რაიონში და სხვა.

10.ჯაჯანიძე – ფრინველთა სახელისაგან წარმოქმნილი გვარია, უკავშირებენ სიტყვა “ჯაჯა”-ს, რაც ქორს ნიშნავს სამეგრელოსა და გურიაში.გავრცელებულია ჭიათურაში, ასევე ოზურგეთის რაიონში.

11.ცხოვრებაძე – სავარაუდოდ, დაკავშირებულია სახელთან “ცხოვრება”. ამავე ძირისაა ცხოვრებაშვილი. გვხვდება მაქათუბანსა და ჩხერში.

12.ქართველიშვილი – ეს გვარი ეროვნების გამომხატველი სიტყვაა ქართველიდან მომდინარეობს. ქართველიშვილი გავრცელებულია საქართველოში, უდრის “ქართველის შვილს”.

13.ქავთარაძე – ქავთარაძეების გვარი მომდინარეობს მამაკაცის სახელიდან – ქავთარა.დღესაც ქავთარაძეები მთიულეთში ერთ-ერთი დიდი გვარია.

14.ტყებუჩავა – ტყებუჩა შავკანიანს ნიშნავს.

15.სებისკვერიძე – ძირითადად გავრცელებულია უბისაში და ბორითში. მომდინარეობს სიტყვისგან – სეფისკვერი.

Ⓒ www.ambioni.ge

0
1145
1-ს მოსწონს
ავტორი:ხატია კვერნაძე26
ხატია კვერნაძე26
1145
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0