x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
მე-5 საუკუნის მსოფლიოში მომხდარი ომების სრული სია
ვისიგოთები


401 - 403 წწ. - ვისიგოთების მიერ იტალიის პირველი დალაშქვრა. დასავლეთ რომის იმპერიამ დაამარცხა ვისიგოთები.


406 წ. - მაინცის ბრძოლა. ვანდალების, სუევის და ალანების მიერ დამარცხდნენ ფრანკები.


408 - 410 წწ. - ვისიგოთების მეორე ლაშქრობა იტალიაში. ვისიგოთებმა დაამარცხეს დასავლეთ რომის იმპერია.



410 წ. - რომის დაცემა (ალარიხის ლაშქრობების დასაწყისი). ვისიგოთებმა დაამარცხეს დასავლეთ რომის იმპერია.


ალარიხი - ვისიგოთების მეფე



421 - 422 წწ. - რომაულ-სასანიდური ომი.


426 წ. - კოპანის და კვინიგუას ლაშქრობა. თეოტიუაკანმა დაამარცხა კოპანი და კვინიგუა.


მაიას ხალხის მეომრები



432 წ. - რიმინის ბრძოლა. ბონიფაციუსმა დაამარცხა ფლავიუს ეტიუსი.


რიმინის ბრძოლა


434 - 453 წწ. - ჰუნების ლაშქრობა ევროპაში. ჰუნების იმპერიამ დაამარცხა აღმოსავლეთ რომის იმპერია, დასავლეთ რომის იმპერია, ფრანკები, გოთები, ბურგუნდიელები, საქსონები, ალანები და სხვა მცირე გერმანიკული და გალიური ტომები.


ჰუნი მეომარი



451 წ. - ავარაირის ბრძოლა. სასანიდების იმპერიამ დაამარცხა ქრისტიანი სომეხი აჯანყებულები.


სომეხი მეომარი



453 - 454 წწ. - გერმანულ-ჰუნური ომები. გეპიდებმა, ოსტგოთებმა, ჰერულიმ, რუგიიმ, სკირიიმ და სუების დიდმა ტომებმა დაამარცხეს ჰუნები და ალანები.


გეპიდი მეომრები


455 წ. - რომის დაცემა. ვანდალებმა დაამარცხეს დასავლეთ რომის იმპერია.


468 წ. - კაპ ბონის ბრძოლა. ვანდალებმა დაამარცხეს დასავლეთ რომის იმპერია და აღმოსავლეთ რომის იმპერია.


479 წ. - პრინც ჰოშიკავას აჯანყება.


იაპონელი მეომრები



484 წ. - ჰერათის ბრძოლა. ჰეფთალითების იმპერიამ (ჰეფთალითები იგივე "თეთრი ჰუნები") დაამარცხა სასანიდების იმპერია.


ჰეფთალითი მეომარი - თეთრი ჰუნი





488 - 493 წწ. - თეოდორიხ დიდის ლაშქრობა იტალიაში. ოსტგოთებმა და რუგიანებმა დაამარცხეს იტალიის სამეფო, სკირია და ჰერული.


თეოდორიხ დიდებული (თეოდორიხ დიდი)


494 - 534 წწ. - ბაზუსის ომი. თაღლიბმა დაამარცხა ბანუ ბაქრი.


ისლამამდელი არაბი მეომარი





ავტორი: თორნიკე ფხალაძე



0
139
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0