x
მეტი
  • 21.04.2018
  • სტატია:76275
  • ვიდეო:328929
  • სურათი:432471
ამერიკის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში,ნიკკი ჰეილი სირიაზე თავდასხმას წარმატებულს უწოდებს

TACC-ის ინფორმაციით, აimage
მერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მზადაა გასცეს ახალი სამხედრო თავდასხმის ბრძანება, თუ სირიის ლიდერი ბაშარ ალ -ასადი კვლავ გამოიყენებს ქიმიურ იარაღს.ამის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა მსოფლიო ორგანიზაციაში, ნიკიი ჰეილიმ.

"განხორციელებული თავდასხმა არის მკაფიო გზავნილი :ამერიკა არ მისცემს უფლებას ასადს გააგრძელოს ქიმიური იარაღის გამოყენება.

მე დილიდან ველაპარაკე პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და მან თქვა, რომ თუ სირიის მთავრობა კიდევ ერთხელ გამოიყენებს მომწამვლელ გაზს, ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის იმოქმედოს."- განაცხადა მან.

ნიკკი ჰეილის მტკიცებით აშს-მ მოკავშირეებთან ერთად განახორციელა წარმატებული თავდასხმა ქიმიურ ობიექტებზე, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამით შევარყიეთ ქიმიური იარაღის შექმნის პროგრამა.ჩვენ გავაგრძელებთ იგივე ზეწოლას, თუ სირიის რეჟიმი გამოსცდის ჩვენს ნებას"- განაცხადა ნიკკი ჰეილიმ.

0
34
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0